შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაგეგმილი და მიმდინარე სტრატეგიული პროექტების, ასევე ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. დელეგაციის წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავებული ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიმდინარეობის საკითხები.
აღნიშნული პროგრამის ამოცანაა საქართველოში სურსათის წარმოების ზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება. მისი მიზანია მცირე ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისთვის ხელისშეწყობა.
შალვა ფიფიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკომიისის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.