დაზიანდა თითქმის ყველა სოფლის ცენტრალური და საუბნო გზა. დაზიანებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების დიდი ნაწილი. დაბაში,ხევში, გოგოლესუბანსა და ამაღლებაში მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად ან ნაწილობრივ წაიღო სოფლის დამაკავშირებელი ხიდები. დატბორილი და ნაწილობრივ წაღებულია საყანე ფართობები (გორაბერეჟოულში, ხევში, ამაღლებაში, კოხნარსა და ქვენობანში). გადაუღებელი წვიმების შედეგად დაბაში, შუასურებში, ბუნათსა და ხევში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა სრულად დაანგრია.
სტიქიისგან დაზიანებული ადგილები რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ მიქიაშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და გამგებელთან ერთად მოინახულა.