კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან რეგიონში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და ახალი ხელისუფლების მიერ ბუნების დაცვის და ბრაკონიერობის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კომიტეტი მიესალმება სკოლასთან მემორანდუმის გაფორმებას და აღნიშნული თანამშრომლობის სხვა სკოლებთან გაგრძელების სურვილიც გამოთქვა.
“სკოლებთან თანამშრომლობის ინიციატივა კომიტეტს ეკუთვნის და ჩვენი სურვილია მსგავსი შეთანხმებები საქართველოს ყველა რაიონის თუნდაც ერთ სკოლასთან იყოს გაფორმებული. ეს უკვე მეოთხე სკოლაა, რომელთანაც კომიტეტმა მემორანდუმი გააფორმა. ეს აქცია გაგრძელდება და ის მალე მთელ საქართველოს მოიცავს“, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.