ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპული ენების და თეატრალურ მინი-სახელოსნოებში. ჩატარდა კონკურსი “ენების პასპორტი”, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა და ღონისძიების მხარდამჭერი სხვა ორგანიზაციებისა და თბილისში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს მონაწილეებს და ენების ევროპული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.