“ხუდონჰესისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობა, მით უფრო როცა ეს ელექტროენერგიის თურქეთში გასაყიდად იგეგმება, აბსოლუტურად მიუღებელია! გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და მისი ლიდერი – ბატონი ივანიშვილი, ამით ამომრჩევლისათვის საარჩევნო პროგრამით მიცემულ პირობას არღვევს, რომ დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა. ეს პირობა კი გაიცაა იმიტომ, რომ საკმაოდ მცირე რაოდენობის საბიუჯეტო გადასახადებს ეწირება არამხოლოდ სოფლები, ეკლესიები და სხვა ძეგლები, ასევე უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემები, ადამიანების ჯანრთელობა და სიცოცხლე! ამიტომ, აღნიშნული ვანდალიზმის წინაღმდეგ უნდა იბრძოლოს ყველა ჩვენგანმა, ვისაც მართლა უყვარს საკუთარი სამშობლო!”, _ ნათქვამია აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხუდონჰესის საწინააღმდეგო აქციები დაიგეგმა: 10:00სთ ქუთაისი, პარლამენტის შენობის წინ; 13:00სთ თბილისი, თსუ-ს პირველი კორპუსი; 15:00სთ სოფელი ხაიში, სოფლის ცენტრი.