“ყველას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ დანაშაული გამოძიებულია, ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმედი მქონდა, რომ მართლაც გაირკვეოდა ჭეშმარიტება. ვიმედოვნებ მალე მოეფინება ნათელი იმ შეკითხვებს, რომელიც გვქონდა. ანუ, არის თუ თუ არა ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი? არის თუ არა ეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრციის წინააღმდეგ მიმართული? იყო თუ არა კამპანია, რომელიც გახსოვთ, იმ ტრაგიკულ დღეებში აგორდა, სააქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ?”, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე უკვე გახსნილია. დადგენილია ისიც, ვინც ეს ჩაიდინა და სასამართლოს მეშვეობით პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს საზოგადოება ხუთშაბათს შეიტყობს”, – აცხადებს შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი.
მისივე განმარტებით, საქმე დიდი ხანია, გახსნილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჯიჰადის ვიდეოების საქმის გახსნა ირაკლი ალასანიას გუშინდელ განცხადებას დაემთხვა. სადაც მან განაცხადა, რომ შესაძლოა ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების საკითხი მისმა უწყებამ გამოიძიოს.