კითხვაზე, რას თვლის თავის ყველაზე დიდ მიღწევად, თეა წულუკიანი აცხადებს:
“ძალიან კარგი შეკითხვაა. იუსტიციის სამინისტროში შემოვიტანე სრულიად ახალი კულტურა. ეს არის თავისუფლების, დემოკრატიის კულტურა და კულტურა იმისა, რომ მინისტრმა უნდა აშენოს სისტემა და არა საკუთარი ცხოვრება. ვაშენებ სისტემას იმისთვის, რომ მომავალი იუსტიციის მინისტრი იყურებოდეს მხოლოდ მომავლისაკენ და უკან წარსული არ ექაჩებოდეს.
ამისათვის ამ ერთი წლის მანძილზე ყველა სიპში, ცენტრალურ აპარატში საფუძველი ჩავყარე და მომავალ წლებში, როცა ახალი მინისტრი მოვა, მას ექნება აბსოლუტურად სხვა გარემო, ვიდრე მე დამხვდა, როდესაც ადეიშვილის კაბინეტი დავიკავე. ამ ერთი წლის განმავლობაში მართლა მეამაყება ეს მიღწევა,” _ განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ორხრივი სურვილის შემთხვევაში ახალ პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.