“თვითონ საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვით ეს შეკითხვა. ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. გინდა მე ვყოფილიყავი და გინდა თოფურიძე”, _ განაცხადა ლომიძემ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების თანახმად, მერის მოვალეობის შემსრულებელი 30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თენგიზ თოფურიძე იქნება. ფაქტი კი თენგიზ თოფურიძემ კოტე ლომიძის კონკურსში მონაწილეოით ახსნა, რომელიც როგორც მოიგვიანებით გაირკვა, უკვე დასრულებულია და აღნიშნული კონკურსის გავლის შედეგად კოტე ლომიძე ქალაქის ვიცე-მერად დაინიშნა. რომლის პარალელურად ის მერის მოვალეობის ფუნქციასაც ითავსებდა.
“კონკურსში მე უკვე ვმონაწილეობდი. შესაბამისად, არა ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ ვიცე-მერი ვარ. ხოლო თუ მერის შესარჩევი კონკურსი იქნება და მე დავინახავ, რომ ამ ქალაქისათვის რაიმეს ვაკეთებ, მონაწილეობას მივიღებ. მარტო ის ხომ არ არის თანამდებობაზე დაინიშნო?!”, _ აღნიშნა კოტე ლომიძემ.
აღნიშნულ ფაქტზე, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიზეზი გაურკვეველია, რადგან თამაზ მარგველაშვილი, ჟურნალისტებს სატელეფონო ზარებს ამ დროისთვის არ პასუხობს.