მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 30 სექტემბერს, როდესაც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მოქალაქე ა.მ-ს ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებული შარვლის ჯიბეში, ასევე მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე დაფხვნილი ნივთიერება აღმოაჩინეს. ამანათი მსჯავრდებულ შ.მ-სთვის იყო განკუთვნილი. საეჭვოდ მიჩნეული ნივთიერება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, ამოღებულ იქნა და ქიმიური ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.
ექსპერტიზის პასუხები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,3781 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.