განხილვისას, კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა ტუბერკულოზით დაავადებული პირობით მსჯავრდებულების, ასევე ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოვლენილი დაბალი რისკის მქონე პირობით მსჯავრდებულთა შუამდგომლობებს.
მუდმივმოქმედმა კომისიამ პირობითი მსჯავრი გაუუქმა და ნასამართლობა მოუხსნა: ტუბერკულოზით დაავადებულ 11 პირობით მსჯავრდებულს, 6-ხანდაზმულს, 3 ქალს და 4- სოციალურად დაუცველს.
ამ ეტაპზე, მაღალი რისკ–ფაქტორების გათვალისწინებით, კომისიამ ვერ დააკმაყოფილა იმ პირთა განცხადებები, რომლებიც წარსულში არიან ნასამართლევი და საპრობაციო რეჟიმი მრავალჯერ აქვთ დარღვეული.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები