https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“რვიანი” მოქმედებაზე გადადის

4:06; 13.06.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ, პოლიტიკური ძალები და საზოგადოების ცნობილი ადამიანები საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში ჩასვლას და ხალხთან უშუალო შეხვედრებს იწყებენ. ჩატარდება საერთო-სახალხო გამოკითხვა და, როგორც ინიციატორები ამბობენ, მილიონამდე შეგროვებული ხელმოწერა პარლამენტში შევა.

“ქრისტიან-დემოკრატების” წევრი გიორგი ახვლედიანი:

_ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით _ ქვეყანაში არანაირი რესურსი არ არსებობს იმისთვის, რომ ქუჩიდან მოხდეს ცვლილებები. ჩვენ ვნახეთ, თუ რა შედეგი მივიღეთ 2003 წლის Мვარდების რევოლუციით”. სამწუხაროდ, ბოლო მოვლენების შემდეგ, ადამიანებს კიდევ ერთხელ გაუცრუვდათ იმედი, ხელისუფლება კი უფრო გაძლიერდა.

_ რაში გამოიხატება ხელისუფლების გაძლიერება?

_ როცა 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო ქუჩის აქციები, მაშინ ხელისუფლების რეიტინგი დედაქალაქში არ აღემატებოდა 16%-ს. კრიტიკულად განწყობილები ადამიანების რიცხვი კი 30%-ს აჭარბებდა. მმართველმა გუნდმა შეძლო ჩაეხშო აქციები და იმავე წლის ნოემბერში მათი რეიტინგი 30%-ს ასცდა. ეს მოხდა ოპოზიციის გაუთვლელი ქმედებების შედეგად. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე Мნაცმოძრაობას” მთელ საქართველოში ამომრჩევლის 27%-ი უჭერდა მხარს. არჩევნებზე მოვიდა 50%-ი, ხელისუფლებამ შეძლო თავისი ყველა ამომრჩეველი მოეყვანა, რის შედეგად მივიღეთ, რომ “ნაცმოძრაობა” 54%-იანი უმრავლესობით მოვიდა თბილისის საკრებულოში. ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ დაინახა, რომ აქციების გზა არაფრისკენ არ მიდის, უნდა დავიწყოთ ცივილიზებული მეთოდით ხელისუფლების დამარცხება. საარჩევნო გარემოს შეცლა ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

_ რა არის “რვიანის” მთავარი მოთხოვნა?

_ ჩვენ უნდა შევძლოთ, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლა საარჩევნო გზით. მაშინ ის 50%-ი აღარ დარჩება სახლში. დღევანდელი საარჩევნო კოდექსით, ერთ ადამიანს არ აქვს ერთი ხმა _ რამდენიმე პირადობის მოწმობის ასლებით მას შეიძლება, ჰქონდეს 30 ხმა. ეს არის ხელისუფლების ყველაზე დიდი რესურსი. აუცილებელია ელექტრონული მედიის თავისუფლება, სასამართლოს თავისუფლება, რაც მიბმული უნდა იყოს საარჩევნო გარემოსთან, დროში შეიზღუდოს დარღვევების გასაჩივრების წესი და ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ბუნებრივია, რომ მათ არ უნდათ ამ თემებზე სასაუბროდ “რვიანთან” დაჯდომა. აქამდე არ გვქონდა ილუზია, რომ მმართველი პარტია წამოვიდოდა კომპრომისზე. ახლა, კი, აუცილებლად მოხდება თანხვედრა, რადგან საზოგადოების უმრავლესობა და საერთაშორისო სტრუქტურები აიძულებენ მათ, დათმობაზე წავიდნენ. ამ პროცესს ზურგს უმაგრებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროსაბჭო, ევროკავშირი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც დიდ იმედს გვაძლევს.

_ თუ ხელისუფლებამ მაინც არ გაითვალისწინა თქვენი მოთხოვნები, როგორ განვითარდება მოვლენები?

_ თუ ისინი არ დასხდებიან საარჩევნო თემებზე მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს ნიშნავს იმის ღიად აღიარებას, რომ მათ არ უნდათ ქვეყანაში ჩატარდეს ობიექტური არჩევნები და ეს გააგებინონ მთელ მსოფლიოს, რაც მათთვის რთულია _ მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო საერთაშორისო მხარდაჭერაა.

_ ოპოზიციისგან განსხვავებით, ასეთი მხარდაჭერა მას ყოველთვის აქვს.

_ დასავლეთში ამბობენ, რომ სააკაშვილი დემოკრატიული არჩევნების გზით არის მოსული ხელისუფლებაში და მისი საპრეზიდენტო ვადა მათთვის კანონია. დემოკრატიული ვადის დასრულების შემდეგ, თუ ის გახდება უზურპატორი და დაადგება პუტინის, კადაფის და მუბარაქის გზას, მოახდენს ხელისუფლების მონოპოლიზებას, მის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერაც დასრულდება.

_ 26 მაისის მოვლენების შემდეგ, 60-მდე ადამიანი არის დაკარგული. ამ ინფორმაციას ხელისუფლება ასაიდუმლოებს და არის საუბარი, რომ ხდება მათი ახლობლების დაშინება.

_ ახლობლებმა ოფიციალურად წერილით უნდა მიმართონ შსს-ს. მაშინ სამართალდამცავები იძულებულნი გახდებიან, მოახდინონ რეაგირება. აქვე უნდა ითქვას, რომ 7 ნოემბერს მათ მოთელვითი ოპერაცია ჩაატარეს, 26 მაისს კი მოახდინეს ძალის გადამეტება, რაც დანაშაულია.

_ თუ ხელისუფლება დამნაშავეა, რატომ ითხოვთ მასთან მოლაპარაკებებს?

_ ჩვენ გვინდა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზით გავუშვათ ისინი ხელისუფლებიდან _ სხვა მეთოდი არ არსებობს. რევოლუციით მოვა “მიშა 2”. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მას შარვალი ეცმება თუ კაბა?! ისევ მივიღებთ დომინანტ მმართველ გუნდს და ანალოგიურად მონოპოლიზებული ექნება ყველა სფერო. დღეს სააკაშვილს აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, მას ვერ გაუშვებ სხვა ფორმით, თუ არა სამართლიანი არჩევნებით.

საზოგადოებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ისევ არ დაუშვას მსგავსი მონსტრის შექმნა. უნდა გვქონდეს კოალიციური მმართველობა და მოხდეს ძალაუფლების რეალური გადანაწილება, რაც გაზრდის კონტროლის მექანიზმს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას გავაცნოთ “რვიანის” შეთავაზება. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟურნალისტების როლი _ თქვენ საზოგადოებას უნდა უთხრათ, რა არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა. ლოზუნგს _ Мმიშა, წადი!” დასავლეთის მხრიდან არასოდეს ექნება მხარდაჭერა.

Мრესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი: _ თუ ხელისუფლება მაისის ბოლომდე გაგვცემდა ადეკვატურ პასუხს, მაშინ მათთან მოლაპარაკებით შეიძლებოდა ნორმალური საარჩევნო გარემოს მიღწევა. თუმცა, ისიც მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს შეიკავებდა. ამ დროს სხვა ბერკეტები უნდა აგვემოქმედებინა _ ეს არის საგარეო ფაქტორი, ასევე, ამ პროცესში ხალხის ჩართვა, რაც გულისხმობს საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად მოვახდინოთ მოსახლეობის ინფორმირება. ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებებისთვის სხვა გზა არ არსებობს. ეს არის რთული, თუმცა, უალტერნატივო გზა. ჩვენ ვგეგმავთ, საზოგადოება გავხადოთ პროცესის თანამონაწილე. ამიტომ მივდივართ მათთან. მთელი ქვეყნის მასშტაბით შევაგროვებთ ხელმოწერებს, რაც დაადასტურებს, რომ მოსახლეობას სურს სამართლიანი არჩევნები. თუ ხელისუფლებას არ უნდა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას ელაპარაკოს, მას მოუწევს ესაუბროს ხალხს. ის იძულებული გახდება, დაყვეს საზოგადოების და დასავლეთის ზეწოლას.

“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე: _ ჩვენ მივდივართ საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში და ხალხს ვეუბნებით, რომ ვიწყებთ ქმედებას. “რვიანს” ძალიან ყოჩაღი პოზიცია გვაქვს _ ხალხს ვეტყვით: ხმას კი ნუ მოგვცემთ, არამედ ერთად მოვიპოვოთ თავისუფალი არჩევნის უფლება. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ცუდი სტერეოტიპი, უნდა ვაიძულოთ მმართველი გუნდი, წავიდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, რაშიც მთავარი როლი ხალხმა უნდა შეასრულოს. პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ საზოგადოების ინფორმირებას და ჩართულობას.

“თავისუფალი დემოკრატების”ლიდერი ირაკლი ალასანია: _ თითოეული მოქალაქე და მისი უფლებები იქნება ჩვენი მოძრაობის ეპიცენტრში. თითოეულ რაიონში, დედაქალაქში, თუ სოფელში, ყველას უნდა გავაგებინოთ, თუ რა უფლებებს ართმევთ მათ სააკაშვილი, როცა ის არ თმობს საარჩევნო გარემოს. სამოქალაქო სექტორი უნდა გავხადოთ კონსოლიდირებული ერთი იდეის ირგვლივ, დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყანაში დავამკვიდროთ ახალი პოლიტიკური კულტურა. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და დავიცვათ ჩვენი პოლიტიკური და სოციალური უფლებები.

_ თქვენ ჩახვალთ ქალაქსა თუ სოფლებში, შემდეგ კი იქაურები პირისპირ დარჩებიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიციასთან.

_ამ ეტაპზე ჩვენ საზოგადოებასთან გვექნება დიალოგი და ავუხსნით, თუ რას ვთავაზობთ. ეს არ არის იმ ტიპის აქციები, რომ რეპრესიები მოჰყვეს. როდესაც ფართომასშტაბიან აქციებში ჩართვის დრო მოვა, ავამოქმედებთ სხვა ბერკეტს _ ადამიანებს რეპრესიისგან დაიცავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ინიცირებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ყველა პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიაზე მოახდენს რეაგირებას. ადგილობრივი ხელისუფლებისგან ჩადენილი კონკრეტული უკანონობის ფაქტები უნდა მოგვაწოდონ მოქალაქეებმა და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი: _ მთავარია, საზოგადოებას გასაგები ენით მიაწოდოს ოპოზიციურმა “რვიანმა” ის გზავნილი, რომელიც გაახმოვანეს. საზოგადოების თანამონაწილეობის გარეშე არც ერთ რეფორმას არ ექნება წარმატება.

_ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პროგრესულად აზროვნებს და ოპოზიციის გზავნილები არ სჭირდება.

_ ხელისუფლება არაადეკვატურია დროსა და გარემოში. მათ სიტყვა მისცეს ხალხს, რომ მაისში დაასრულებდნენ პოლიტიკურ დისკუსიებს, 26 მაისს კი ჩაიდინეს დანაშაული, რომელიც არც გამოიძიეს და არც აღიარეს. ისინი კლასში ჩარჩენილი მოსწავლესავით მაისში ჩარჩენილები არიან. თუ ჩვენთვის კალენდარზე ივნისია, მათთვის ისევ მაისია. “ნაციონალებს” აღარ ხელეწიფებათ გააგრძელონ ურთიერთობა საკუთარ ხალხთან, რომელიც განსხვავებული აზრის გამო ასე დასაჯეს.

_ ოპოზიცია ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ადამიანებს უშუალოდ უნდა შეხვდნენ და ხშირი კონტაქტი ჰქონდეთ მათთან?

_ გაძვალტყავებულ, გაღატაკებულ და მშიერ ადამიანებს ურჩევნიათ სწრაფი ცვლილებები. ისინი ვერ აანალიზებენ, რამდენად რეალისტურია ასეთი ხედვა. ახლა ყველამ ერთად უნდა შევძლოთ პროცესების გადააზრება, რომლის შედეგად დათრგუნული ადამიანების ნაწილი უფრო რადიკალური გახდება, ხოლო უმეტესობა მიხვდება, აირჩიოს დემოკრატიული ცვლილებების გზა. ხელისუფლების ხელშეწყობით ქვეყანაში უსაშველოდ დაეცა ზნეობის სტანდარტი, ქართულ ლექსიკონში აღარ არსებობს სიტყვა _ “უხერხულია”. იგი Мმე მინდამ” შეცვალა. უსამართლობასთან შეჯახების პირველი რეაქცია გახლავთ ადამიანების თვითიზოლაცია. როცა ხალხი დარწმუნდება, რომ ეს მათთვის არ არის Мსანდო თავშესაფარი”, მაშინ მიხვდება, რომ ძალა მართლაც ერთობაშია.

_ როგორი იდეოლოგია აქვს დღეს მმართველ გუნდს?

_ “ხელისუფლებაში ვიქნები და ვიქნები!”. ყველაფერი რაც დასჭირდება თანამდებობების შენარჩუნებას, მათთვის მისაღებია. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, 26 მაისის მსგავსი მოვლენები პერიოდულად საჭიროა სახელმწიფოს განვითარებისთვისო, ხოლო სპეცნაზის ომბუდსმენი ლაშა თორდია პარლამენტში ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას! ასეთი უზნეო იდეოლოგია აქვს მმართველ გუნდს. ამიტომ არის ქვეყანაში უზურპირებული სამართალი პროკურატურის მიერ და სასამართლოს აღარ აქვს არბიტრის ფუნქცია. თუ ხელისუფლებას ჰგონია, დაშინებული ხალხი გაგიჟდება მათი სიყვარულით, ძალიან ცდება. საზოგადოებაში შიშის დანერგვას მხოლოდ სიძულვილი მოყვება, ხოლო სიძულვილის მორევმა უფრო ძლიერი ტოტალიტარული სისტემები შთანთქა. ამის მაგალითები ბევრი მოიძებნება ისტორიაში.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი: _ უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ცვლილებებს ითხოვს ხალხი. შედგება ხელმოწერებით დადასტურებული დოკუმენტი, რომლის მიხედვით მოსახლეობა მოითხოვს სამართლიანი არჩევნების უფლებას. ეს დოკუმენტი შევა საკანონმდებლო ორგანოში. ვნახავთ, ხალხის ნების გამომხატველი უმრავლესობა როგორ ასრულებს თავის მოვალეობას და რა პასუხს გასცემს საზოგადოებას. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩვენთან ერთად შემოიაროს საქართველო კარდაკარ. ახლა მთავარია, რეგიონებში ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართ თანადგომა, რომლებიც მუდმივად რეპრესიების მსხვერპლნი არიან. ამიტომ, ყველა ერთად დავდგეთ, ჩავატაროთ საერთო სახალხო გამოკითხვა და ხელისუფლებას კონკრეტული ხელმოწერებით დავუდასტუროთ, თუ რას ვითხოვთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„ამ მთავრობაში ტურიზმი და ავიაცია ერთმანეთში ეშლებათ – მეზობლები ვითარდებიან და ჩვენ „ვბუქსაობთ“, მხოლოდ პარკირების ფუნქცია გვაქვს“- კოდუა

10:17; 22 იანვარი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21 იანვარი, 2026

ღონისძიება ხიდისთავის სკოლაში

პერსონალური გამოფენა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო