დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი.
დიდ ბრიტანეთში ასევე იმყოფება პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც ესექსის საგრაფოში პრობაციის ადგილობრივი სამსახურის გამოცდილებას ეცნობა. ვიზიტი ევროკავშირიის პროექტის “სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” მხარდაჭერით ხორციელდება.