კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ ევროინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.
სხდომაზე განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მთარგმნელობითი საქმიანობისა და ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის განხორციელების უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხები.
სხდომის მონაწილეები მოისმენენ ინფორმაციას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DСFTA) შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე, ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ არსებულ მდგომარეობაზე.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგებიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.