“გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით გაძლიერდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომლის სისტემაშიც დაბრუნდა და ჩამოყალიბდა დამატებითი უწყებები და სტრუქტურები. ამისათვის მომზადდა და დამტკიცდა 47 საკანონმდებლო აქტი, გაორმაგდა საბიუჯეტო სახსრები.
შემუშავდა რამდენიმე კანონპროექტი ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და ფშავ- ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ. გენმოდიფიცირებული (გმო) თესლისა და სანერგე მასალის გარემოში ინტროდუქციის აკრძალვისა და ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. შემუშავდა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შესახებ კანონის პროექტი.
ტყით სარგებლობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის ფარგლებში: შემუშავდა საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი; იწყება ბორჯომ-ბაკურიანის ტყეების ინვენტარიზაცია (საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია ბოლო 20 წელია არ ჩატარებულა); სატყეო სექტორში ავსტრიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 1.5 მლნ ევროს ფარგლებში დაიწყო მუშაობა ბორჯომში ომის შედეგად გადამწვარი ტყეების აღსადგენად; დაიწყო ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის მფლობელების სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმება; მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო ბრძოლა ნაძვნარი კორომების მავნებლების წინააღმდეგ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში; უკანონო ტყეთსარგებლობის ფაქტების აღკვეთის მიზნით აღდგა ხეტყის მოძრაობის კონტროლის მექანიზმები და გამკაცრდა სანქციები ბრაკონიერობისათვის. მიღწეულ იქნა შეთანხმება გერმანიის მთავრობასთან 3 მლნ ევროს გამოყოფის თაობაზე. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება ავსტრიასა და სხვა დონორებთან თანხების მობილიზების მიზნით სატყეო სექტორის განვითარებისათვის.
გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის თანამედროვე სისტემის შექმნის, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თავიდან აცილებისა და სამართალდარღვევების შემაკავებელი გარემოს შექმნის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. დეპარტამენტის დაკომპლექტება დასრულდება სექტემბერში.
შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და მდინარეების დაცვა-აღდგენის მიზნით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები პლაჟების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად; შემუშავდა
რეკომენდაციები დაბა ჩაქვში მდინარეთა ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან და საგზაო/სარკინიგზო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობებისას გამომუშავებული ინერტული მასალის შესაძლო განთავსებისა და შემდგომი გამოყენების შესახებ, ასევე 51
ქობულეთი-ფოთის სანაპირო ზოლში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; მომზადდა რეკომენდაციები შავი ზღვის სანაპიროზე სასაზღვრო საგუშაგოების ნავმისადგომების განთავსების ოპტიმალური ადგილების შესარჩევად; ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო 100 000 ტონა ქვიშა-ხრეშის ჩატანა სანაპირო ზოლში მდინარე ჭოროხის შესართავთან; გერმანიის მთავრობის დახმარებით (7 მლნ ევრო) აჭარაში დაფინანსდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
საწვავის ხარისხის, ავტოპარკის და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად შეიქმნა უწყებათშორისი კომისია, რომელმაც შეიმუშავა ,,საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ 2013-2016 წლების სახელმწიფო პროგრამა”; საწვავის ხარისხის კონტროლის განსახორციელებლად მოხდა ლაბორატორიული შესაძლებლობების შეფასება.
ჰაერის ხარისხის მართვის, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის მოდერნიზაციისა და ევროპული სტანდარტის მიხედვით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების მიზნით, ევროკავშირის დახმარებით, იწყება პროექტი, რომელიც შეისწავლის საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის დანერგვის შესაძლებლობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. მაისში საქართველო შეუერთდა შორ მანძილზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის ოქმს. მიმდინარეობს მუშაობა ევროპაში ჰაერის დამაბინძურებლების შორ მანძილებზე გავრცელების მონიტორინგთან დაკავშირებით და შეფასების ერთობლივი პროგრამა გრძელვადიან დაფინანსებასთან დაკავშირებით (EMEP);
დაიწყო ეროვნული შესაძლებლობების შეფასება კონვენციის კიდევ სამ ოქმთან შესაერთებლად; მონრეალის ოქმის ვალდებულებების შესაბამისად, შემუშავდა და დამტკიცდა ოზონდამშლელი ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების საქართველოს ეროვნული სტანდარტი. ნარჩენებსადა ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისა და მართვის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით,
შემუშავდა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია; ჰოლანდიის მთავრობის დაფინასებით მიმდინარეობს ბორჯომის სანიტარიული ნაგავსაყრელის, ასევე 2 თანამედროვე ინსინერატორის მოწყობა სამედიცინო ნარჩენებისათვის (ერთი აღმოსავლეთ, მეორე – დასავლეთ საქართველოში); ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ ურავსა და სოფელ ცანაში არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენების მართვა/კონსერვაციის ღონისძიებები;
ოქტომბერში მინამატაში (იაპონია) საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ხელს მოაწერს ვერცხლისწყლის საერთაშორისო კონვენციას. ეროზიის შემცირების, გაუდაბნოების თავიდან აცილებისა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენარჩუნებისათვის მიწის რესურსების მდგრადი გამოყენების მექანიზმების შემუშავების მიზნით და გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის მომზადება. ავსტრიის მთავრობის ფინანსური დახმარებით და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) ხელშეწყობით დაიწყო ქარსაცავი ზოლების გაშენება დედოფლისწყაროს რაიონში. 2015 წლისათვის გაშენდება 100 კმ-ის ქარსაცავი ზოლი. 52 გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მომავალი წლიდან იწყება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს თუშეთში ეროზიის შემცირებას (5 მლნ ევრო).
სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და მოსახლეობის დროული გაფრთხილების სისტემის შესამუშავებლად, მდინარე რიონის აუზში მიმდინარეობს ჰიდროლოგიური პროგნოზის თანამედროვე მოდელის დანერგვა, ასევე მდინარის აუზში წყალდიდობა-წყალმოვარდნების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი უბნების გამოვლენა და ამ უბნებზე ჰიდროგრაფიული სამუშაოების წარმოება; ასევე მიმდინარეობს ამავე აუზში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების მრავალწლიური მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა; გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისს წარედგინა ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის 2011-2013 წლების განხორციელების ეროვნული ანგარიში; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლების სფეროში თანამშრომლობისა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების თაობაზე;
მომზადდა ეროვნული ანგარიში “საქართველოში 2012 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2013 წლისათვის”; შედგა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების 450-მდე კადასტრი; გაიმართა და ექსპლოატაციაში შევიდა 10 ავტომატური ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო. 2014 წლისთვის სხვადასხვა რეგიონში დამატებით დამონტაჟდება 40-ზე მეტი ავტომატური ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების პუნქტი; „საქართველოში რადიაციის ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნის“ პროექტის ფარგლებში შეძენილ და დამონტაჟებულ იქნა 1 ცენტრალური და 7 რეგიონალური სადგური 7 ქალაქში. შედეგად, დაიწყო გამა-რადიაციული ფონის უწყვეტი მონიტორინგი და თბილისში მონაცემების ავტომატურად გადმოცემა ყოველ 6 საათში. სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების ვალდებულებების შესრულების მიზნით, შემუშავდა 2014-2020წწ საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმა (NBშAP), რომელიც დამტკიცდება 2013 წლის ბოლოს; გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში მომზადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კლიმატის ცვლილების სტრატეგია; ორჰუსის კონვენციის მოთხოვნების შესრულების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუქმდა გადასახადები გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე და მოსახლეობისათვის გახდა უფასოდ ხელმისაწვდომი. ბაზელისა და როტერდამის კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად, მუშავდება ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პაკეტი.
ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მონიტორინგი; დაიწყო მუშაობა სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის საკანონმდებლო პაკეტზე; გერმანიის მთავრობამ დაცული ტერიტორიების დაარსება/განვითარებისათვის გამოყო 8 250 000 ევრო. გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დაფინანსებით, ჭაჭუნის აღკვეთილში მიმდინარეობს ჭალის ტყის აღდგენა-რეაბილიტაცია; გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მომზადდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა; დაიწყო 9 მიმდებარე სოფელში სასმელი წყლის 53სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც სოფლების 4 000 მოსახლეს მიეწოდება წყალი; ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადდა თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის პროექტი; შპს „ენერგოტრანსთან“ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამავალი 500-კვტ-იანი შავი ზღვის რეგიონალური ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შეძენა და ელექტროგადამცემი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რეინჯერთა სადგურის მოწყობა. ყულევის შავი ზღვის ტერმინალთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ტერმინალი 2024 წლამდე ეტაპობრივად გამოყოფს 7 მლნ ევროს კოლხეთისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტუქტურის განვითარებისთვის”, _ ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.