_ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამებს ამომრჩეველი ნაკლებად იცნობს და შეხვედრებზე, რომელსაც დავესწარი თითქმის არ საუბრობენ ამის შესახებ.
_ საარჩევნო პროგრამის მიხედვით არჩევანს მაღალი პოლიტიკური კულტურის და განვითარების ამომრჩევლები აკეთებენ. შესაბამისად, იქ აქვს მნიშვნელობა, როგორი პროგრამით წარსდგები მათ წინაშე. საქართველოში დღემდე, ფაქტიურად, პოლიტიკური პროგრამები იყო დანამატი, ასე ვთქვათ, ვალის მოხდა დასავლური ტრადიციის მიმართ… ანუ ჩვენ უფრო მეტად არჩევანს ძირითადად, ლოზუნგებით, ემოციებით და ხშირ შემთხვევაში, მოსყიდვით ვაკეთებდით. მოსყიდვაში ვგულისხმობ სოციალურ დახმარებებს, იქნებოდა ეს: ფქვილი, ზეთი, შაქარი და ა.შ. ეს პროდუქტები ამომრჩეველს მიეწოდებოდა ამა თუ იმ პარტიის მიერ. ძირითადად კი, მმართველი პარტიის მიერ, რადგან ფინანსები მათ ხელში იყო. არჩევანი კეთდებოდა, ყველაზე პოპულისტური ლოზუნგების მიხედვით. ამიტომაც, საარჩევნო პროგრამები ხშირად იყო დანამატი. თუ სამომავლოდ საარჩევნო პროგრამებს ის ხასიათი მიენიჭება, რომელიც აქვს დასავლეთში და ამომრჩეველი არჩევანს გააკეთებს სწორედ ანალიზის საფუძველზე, ეს იქნება ძალიან კარგი.
საარჩევნო პროგრამა მოითხოვს ამომრჩევლის გარკვეულ დონეს , რადგან მან უნდა გაანალიზოს დანაპირები რამდენად რეალურია, შეადაროს სხვის დაპირებას და რომელიც მისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის მისაღებია, ის უნდა აირჩიოს.
წლევანდელი საარჩევნო კამპანია გამოირჩევა იმითაც, რომ თითქმის ყველა ძირითადმა კანდიდატმა წარმოადგინა თავისი საარჩევნო პროგრამა, მაგრამ საარჩევნო კამპანია მაინც ლოზუნგებით დაიწყო. „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლოზუნგია: „დავამთავრებთ კოაბიტაციას არჩევნების შემდეგ’’, ნინო ბურჯანაძის _ სამართლიანობის აღდგენა. ეს ორი ლოზუნგი, მეტნაკლებად, ერთმანეთს ეხმიანება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს აქვს “ვაკონტროლოთ მთავრობა”. ეს პროგრამა თუ ამომრჩევლამდე არ მივიდა, რა აზრი აქვს ამის გაკეთებას? ანუ გამოდის, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებენ. თბილისში რამდენადად ვიცი დარიგდა საარჩევნო პროგრამები.
_ წინა წლებში ხშირად ვწერდით, რომ საქართველოში “პლაკატების ომი” იყო, რაც წელს ნაკლებად არის. ოზურგეთში, ამ ეტაპზე, მხოლოდ დავით ბაქრაძისა და ნინო ბურჯანაძის პლაკატები გააკრეს.
_ პლაკატები საარჩევნო კაქართულ სინამდვილეში მპანიის ერთ-ერთი ელემენტია, მაგრამ მას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებოდა. იმიტომ, რომ წინა წლებში, მაგალითად, “ნაცმოძრაობის” პერიოდში სატელევიზიო სივრცე, რომელიც მთავარი სარეკლამო საშუალებაა არჩევნების დროს, სახელისუფლებო რეკლამით იყო დაკავებული და ოპოზიციური პარტიის სახეების ტელეეკრანზე მოხვედრა მაქსიმალურად იზღუდებოდა. აქედან გამომდინარე, ცდილობდნენ კომპენსაციას, პლაკატი ტელევიზიით გამოჩენის შემცვლელი ვერ იქნება, მაგრამ ასე აკეთებდნენ. დღეს გვაქვს ის რეალობა, რომ თითო ტელევიზიას აქვს რამდენიმე პოლიტიკური თოქშოუ. გაჯერებულია სატელევიზიო სივრცე, ჩვენ ხომ ოქროს შუალედი არ ვიცით. ადრე არცერთი პოლიტიკური თოქშოუ არ გადიოდა სატელევიზიო არხებზე, თუ არ ჩავთვლით, კავკავსიას და მაესტროს.
_ და ბოლოს, საარჩევნო შეხვედრებზეც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება. საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლები, წინა საარჩევნო კამპანიებთან შედარებით, ნაკლებად ხვდებიან ხალხს…
_ პირადად კონტაქტს ამომრჩეველთან ვერანაირი რეკლამა ვერ ჩაანაცვლებს. როგორც ჩანს, მომეტებულმა სატელევიზიო ეთერმა მათ ფუფუნების კომფორტი მისცა, რადგან მომეტებულად აქვთ ეს სატელევიზიო გამოსვლები. როგორც ჩანს, ამან მათი დრო გამოათავისუფლა შეხვედრებისგან.
რამდენადაც ვიცი, ძალიან ხშირად დადიან საპრეზიდენტო კანდიდატები რეგიონებში. თუმცა, ინტესივობა წინა წელთან შედარებით ნაკლებია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის არჩევანი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის, როგორიც იყო საპარლამენტო არჩევნების დროს.