როგორც გვითხრეს, ეჭვმიტანილები მცხეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 12 ოქტომბერს, მცხეთაში ანალოგიური დანაშაულისთვის დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს ორმა ახალგაზრდამ, ტაქსი, რომელსაც ოზურგეთში, ბათუმის ქუჩაზე მცხოვრები ა. ბურჭულაძე მართავდა, ქალაქის ცენტრში, ე. წ. “უნივერმაღის” წინ დაიქირავეს და სოფელ ძიმითში წაყვანა მოსთხოვეს.
ყაჩაღებმა სოფლის შესასვლელში მძღოლი ცივი იარაღის მუქარით აიძულეს მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიისაკენ წაეყვანა, შემდეგ ის უკანა საბარგულში ჩასვეს და მანქანის გატაცება სცადეს, თუმცა, ვერ მოახერხეს. მძღოლმა შიგნიდან შეძლო უკანა საბარგულის გახსნა, გადმოხტომა და გაქცევა.
მოგვიანებით გამტაცებლებს მანქანა გაუჩერდათ და დატოვეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მძღოლს 25 ლარი, ოქროს ბეჭედი და მობილური ტელეფონი წაართვეს.
შსს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ორშაბათს გავრცელდება.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებმა გ. გ. და ლ. კ. როგორც მცხეთაში, ასევე სოფელ ძიმითში მომხდარი დანაშაული აღიარეს. მათ რამდენიმე წუთის წინ შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ორივე პიროვნება პრეზიდენტის შეწყალებით 2012 წლის 23 ნოემბერს გათავისუფლდნენ სასჯელისგან.
გ. გ. წარსულში ქურდობისთვის, ხოლო ლ. კ. ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი.