როგორც თვითმხილველები ამბობენ მაშინ, როცა ბაქრაძის პლაკატებს მარგველაშვილის პლაკატებს აკრავდნენ ადგილზე კახა ასკურავა მივიდა, რა დროსაც მასსა და გიორგი ზენაიშვილს შორის ინციდენტი მოხდა. თავად ზენაიშვილი ამბობს, რომ მას კახა ასკურავამ ხელი გაარტყა. ინციდენტის თვითმხილველები პოლიცია და იქ მყოფი ტაქსისის მძღოლები იყვნენ.
კახა ასკურავა აცხადებს, რომ მან საჩივარი შეიტანა #61 საარჩევნო კომისიაში. ის ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს. მისივე თქმით, გიორგი ზენაიშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ზენაიშვილს საკადრისი პასუხი გასცა.
“გურია ნიუსი” ამ თემაზე მუშაობს უფრო ვრცლად ყველა მხარის ინტერვიუს მალე მოგაწვდით.