მათი განცხადებით, უკვე შეგროვებულია 28 ათასი ხელმოწერა სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის წინააღმდეგ და ამ ხელმოწერებს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 24 ოქტომბერს 18 საათზე შეიტანენ.
“საქართველომ და ქართველმა ხალხმა პროტესტი უნდა გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიადას. ჩვენ შევიტანთ პეტიციას ოლიმპიურ კომიტეტში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს,” _ განაცხადეს არასამთავრობოების წარმომადგენლებმა.