ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მესტიაში 40 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ჩხოროწყუში-27, წალენჯიხაში – 28, ფოთში – 32, ხობში – 32, აბაშაში – 24, სენაკში – 44, (მათ შორის გამონაკლისი წესით შექმნილი ერთი),მარტვილში – 39, ზუგდიდში-110(მათ შორის გამონაკლისი წესით შექმნილი ერთი).
ასევე, ცხრავე მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობაც ცნობილია.
ზუგდიდში – 127 937 ამომრჩეველია, ხობში – 29 365, სენაკში – 42 496, აბაშაში – 21 980, მარტვილში – 34 385, წალენჯიხაში – 31 765, ჩხოროწყუში – 23 018, ფოთში – 41 669, მესტიაში – 8560 ამომრჩეველი.
უკვე ცნობილია იმ უბნების ადგილმდებარეობა, სადაც ხმის მიცემის საშუალება ექნებათ უმისამართო ამომრჩევლებს. ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩა #2 ში არსებულ სპორტულ კომპლექსში ხმის მიცემა შეეძლებათ იმ უმისამართო ამომრჩევლებს, რომელთა გვარები “ა-მ”-ს ჩათვლითაა, ხოლო ზუგდიდის უნივერსიტეტის მესამე კორპუსში უბანი გახსნილი იქნება იმ ამომრჩევლებისთვის, რომელთა გვარები “ნ-ჰ”-ს ჩათვლითაა.