დამკვირვებლის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, დაკვირვების პროცესში არ დაფიქსირებულა არცერთი პროცედურული დარღვევა.
“მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო კენჭისყრის ორგანიზებულად, დარღვევების გარეშე ჩატარება,” _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.