“როგორც ცნობილია, ერთ-ერთ უკანასკნელ ქადაგებაზე, პატრიარქმა მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. საზოგადოებაში ჩნდება შეკითხვა, ხომ არ არის დაკავშირებული ეს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მისი ხმები შემცირდებოდა თუ მოსახლეობა დაიზარებდა არჩევნებზე წასვლას… და იკითხება თუ არა რაიმე ქვეტექსტი პატრიარქის ქადაგებაში?
უპირველეს ყოვლისა, მსურს შევნიშნო, რომ სრულიად არაადეკვატურად მიმაჩნია ლოგიკა, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილი იმ შემთხვევაში ვერ გავა პირველივე ტურში, თუ ამომრჩეველს წასვლა დაეზარება – ეს არაადეკვატური განცხადებაა, რომელი კვლევის შედეგია, რომ მარგველაშვილის ამომრჩეველი “ზარმაცია” ანდაც პირიქით, “ზარმაცი” ამომრჩეველი მარგველაშვილის ამომრჩეველია?.. ეს ცოტა უხეირო პოზიციონირებად მესახება საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით…
პასიური ამომრჩეველი თანაბრად შესაძლებელია რომ იყოს როგორც მარგველაშვილის ამომრჩეველი, ასევე მარგველაშვილის მოწინააღმდეგეც. მეტიც, საზოგადოების დაბალი აქტივობა მმართველი ძალის მიმართ იმედგაცრუების გამომხატველი უფრო იქნება. შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ამომრჩევლის აქტივობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული ამ მოცემულობის განმსაზღვრელი ვერ იქნება, მათ შორის, პატრიარქიც რომ იყოს.
აქ საუბარია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და საქვეყნო მოვლენაზე და ბუნებრივიცაა, რომ პატრიარქიც აქტიურობისკენ მოუწოდებს მრევლს, რაც გულისხმობს საზოგადოების მიერ ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას. ამ მხრივ, პატრიარქის მოწოდება არ შეიძლება იყოს აღქმული რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერად. ასევე, როგორც ცნობილია, პატრიარქს არ გაუკეთებია კონკრეტული განცხადება რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, შესაბამისად, პატრიარქის გამოხატულება მხოლოდ საზოგადოებრივ აქტად უნდა მივიღოთ.
თუმცა, აქვე კრიტიკულად გამოვხატავდი პატრიარქის მხარდაჭერას მმართველი ძალის კონკრეტული სუბიექტებისადმი, მათ შორის, პრემიერ მინისტრისადმი, რომლის პირდაპირ “პროტეჟეს” წარმოადგენს “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი”, _ წერს გამზარიდა.