• საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბრად მონაწილეობა-დასაშვებობისათვის კანდიდატის დასახელების უფლება მიეცა, მათ შორის, იმ პოლიტიკურ გაერთიანებასაც (პარტიას), რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ცესკოში არ ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი და რის გამოც ძველი კანონი მას უკრძალავდა პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელებას;
• საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან. ძველი კანონით ლამის ყველა თანამდებობის პირს ჰქონდა უფლება ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე ისე, რომ არ გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან და შესაბამისად ესარგებლა თანამდებობრივი პრივილეგიებით;
• არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭათ მათ შორის იმ პირებსაც, რომლებსაც საპატიმრო სასჯელი შეეფარდათ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან;
• არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭათ იმ ამომრჩევლებსაც, რომლებიც მოხსნილი იყვნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით;
• არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აღარ ჭირდებათ მათი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა.
• მედიის დასაშვებობის და არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ჟურნალისტებს მიეცათ საარჩევნო უბანში შესვლა-გამოსვლის და სხვადასხვა უბანში გადაადგილების უფლება.
• მკვეთრად შეიზღუდა ე.წ. სპეცუბნების შექმნის საკითხი და ისინი მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმების და წვევამდელების სამსახურების ადგილებში შეიქმნება.
• ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საწინააღმდეგოდ საჯარო მოხელეებს აეკრძალათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა არამარტო მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, არამედ მთელი სამუშაო საათების განმავლობაშიც. ძველი კანონით საჯარო მოხელეებს მხოლოდ სამსახურეობრივ ფუნქციების შესრულების დროს ეკრძალებოდათ აგიტაცია;
• ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საწინააღმდეგოდ აიკრძალა ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევა, რაც ძველი კანონით ნებადართული იყო;
• საერთოდ აიკრძალა სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის დროს;
• საერთოდ შეიცვალა წინასაარჩევნო შეხვედრებთან დაკავშირებით შენობების გამოყოფის წესი, რის შედეგადაც ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა შენობის დათმობაზე უარის თქმის შესახებ.
• პარტიების კანონიერი ფინანსური საქმიანობის დაცულობის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება ჩამოერთვა რიგგარეშე შემოწმება ჩაატაროს სასამართლოს თანხმობის გარეშე. ძველი ნორმით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ნებისმიერ დროს შეეძლო ჩაეტარებინა აუდიტი;
• საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლების შრომის ანაზღაურების მოსაწესრიგებლად წარმომადგენლებს გაეზარდათ ხელფასები საარჩევნო უბანზე 60 ლარიდან – 100 ლარამდე, ხოლო ოლქში 120 ლარიდან − 150 ლარამდე ;
• პარტიის შემოსავლის კანონიერი წყაროების უზრუნველყოფის მიზნით გაიზარდა სიმბოლიკის დამზადების და გავრცელების, ლექციების, გამოფენებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით, ასევე საგამომცემლო საქმიანობიდან, დასაშვებად მიჩნეული შემოსავალის ოდენობა 60 000 ლარიდან 600 000 ლარამდე.
• პარტიების და წინასაარჩევნო კამპანიის კანონიერი წყაროების უზრუნველყოფის მიზნით იურიდიულ პირებს მიეცათ შემოწირულობის განხორციელების უფლება წელიწადში არაუმეტეს 120 000 ლარის ოდენობით;
• საპრეზიდენტო კამპანიის დასაბუთებული ხარჯების ასანაზღაურებლად შემოღებული იქნა ახალი წესი. პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 10%-ს და მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს 1 000 000 ლარს.
• საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე არსებული ხუთმაგი ოდენობის ჯარიმები ორმაგ ოდენობამდე შემცირდა.
(R)