“ევროკავშირის” მიერ დაფინასებული პროექტი ვესმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროგრამის “არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესების” ფარგლებში განხორციელდა.
კვლევის პროცესში გაანალიზდა როგორც ეროვნული მასშტაბით, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტების: დმანისის, მარტვილის, ყაზბეგის და ქუთაისის მონაცემები.
კვლევის მიზანი ფისკალური დეცენტრალიზაციის ხარისხის შეფასება იყო საქართველოში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ საკმარისად საკუთარი ფინანსური რესურსები, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსულობების გადანაწილება 5-ჯერ ნაკლებია ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტის ანალოგიური მაჩვენებელი.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსულობები საკვლევი პერიოდის განმავლობაში (2009- 2013) კლებადი ხასიათისაა, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტის შემთხვევაში კი, მოცემული მაჩვენებელი ზრდადია.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ არსებული საფინანსო სისტემის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის იდეა და უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს ადგილობრივი პრობლემები, შეზღუდულია.