“გურია ნიუსს” რამდენიმე წუთის წინ წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, რომ ირა გადელია ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით მათ ბენზინის ტალონებს და ფულს ურიგებს, თუმცა გადელია ამას კატეგორიულად უარყოფს.
ის “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ შემოწირულობას სიამოვნებით მიიღებს, თუმცა ამ დრომდე მსგავსი რამ არ მიუღია.
“უკაცრავად, ვინ არიგებს? ნეტა მომცა, ნეტა მომცა, უკან დამხევის დედა ვატირე… უთხარით რა, გამომიგზავნოს ვინმემ ეს ტალონები. ძალიან გთხოვთ, უთხარით.. ნეტა მომცა, თუ დავმალო, იმდენად ვართ გაჭირვებულ დღეში. ბევრი ჩვენსკენ! ვინმეს თუ აქვს დაგვეხმაროს. შემოწირულობას სიამოვნებით ვიღებთ თუ ვინმე მოგვცემს. მტრები იმდენი გვყავს მარტვილში, რომ მაგას კი არა ცოტა ხანში იმასაც დაგვწამებენ ამომრჩევლებთან თვითმფრინავებით დაფრინავენო. ჩვენ არა ვართ სახელისუფლებო პარტია მაგით რომ ვიყოთ განებივრებული, ეს იმათ მოკითხონ ვინც წუხელ და ორი ღამის განმავლობაში ათასლარიანებს ურიგებდა თავიანთ ამომრჩევლებს. ეს ინფორმაციაც მოგაწოდონ, ეგ თუ მოგაწოდეს, რომ მე რაღაცეებს ვარიგებ. თქვენც არ ყოფილხართ, როგორც ჩანს დაინტერესებული. ტყუილებს რომ იძიებთ, სიმართლესაც უნდა გაუსწოროთ თვალი. კატეგორიული სიცრუეა ჩვენზე რაც გითხრეს. შეგიძლიათ ნებისმიერ ამომრჩეველთან გადაამოწმოთ. ოთხი ძალა გვებრძვის მარტვილში. ნეტა მართლა მომცა ფული და ტალონები, სიამოვნებით ვიტყოდი და არც დაგიმალავდით. არჩევნები იქ არის წაგებული სადაც ეგ ბენზინის ტალონები აღარ არის. მე მგონია, რომ ამის ყველაზე მწვავე დეფიციტი ჩვენ გვაქვს”, _ განუცხადა “გურია ნიუსს” გადელიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მარტვილში ამომრჩევლის დაბალი აქტივობაა.