ნინო ბურჯანაძემ საკუთარი არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად მე-3 ოლქის მე-2 უბანზე გააკეთა.
როგორც ხმის მიცემის შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, მოლოდიანია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიულად, ასეთ შემთხვევაში კი, არჩევენების შედეგებში დარწმუნებულია.
“მნიშვნელოვანია, მომრჩეველი მივიდეს და ხმა მისცეს ქვეყნის გამთლიანებას და სამართლიანი ქვეყნის აშენებას. მინდა, ყევალს მივმართო, ვინც უსმენს ახლა ჩემს კომენტარს, გამორთოს ტელევიზორი და მოვიდეს საარჩევნო უბანზე, ხმა მისცეს საკუთარი ოჯახის, შვილების და სამშობლოს მომავალს. ნუ დაველოდებით, სხვას გადასაწყვეტად ნუ დავუტოვებთ ჩვენი, ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის ბედს. წინასაარჩევნო პერიოდი ნამდვილად იყო განუზომლად უფრო უკეთესი, ვიდრე სხვა პერიოდში. იმედია, ახლაც შეძლებენ თავის შეკავებას და ხელი არ წაუცდებათ გაყალბებისკენ. იყო ცალკეული რაიონებში სერიოზული დარღვევები, რომლებიც შეიძლება ლამის უბნის გაუქმების საფუძველი გახდეს. ამაზე ჩვენი შტაბი სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა ბურჯანაძემ.