2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მეუღლესთან და შვილებთან ერთად მან ხმა გლდანის მე-10 ოლქის 32-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
აღნიშნულ უბანზე სულ რეგისტრირებულია 1297 ამომრჩეველი. ფინანსთა მინისტრი უბანზე 197-ე ამომრჩეველი იყო, რომელმაც საკუთარი არჩევანი გააკეთა.
“მოხარული ვარ, რომ ამომრჩეველთა ასეთი აქტივობაა. თავისთავად ცხადია, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა მხარი დავუჭირეთ წინსვლას, ქვეყნის აღმავლობას, გაძლიერებას და გაერთიანებას,” _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უბანი გაიხსნა ზუსტად 8 საათზე. საარჩევნო პროცედურა დღის 12 საათისთვის მიმდინარეობდა დარღვევების გარეშე. ამ პერიოდისთვის საკუთარი არჩევანი გაკეთებული ჰქონდა ამომრჩეველთა 20%-ს.