(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და შპს “ლანჩხუთი-სერვისის” მონაწილეობით მოეწყო გრიგოლეთის პლაჟის დასუფთავების აქცია. ადგილობრივი ხელისუფლებისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მეშვეობით დასუფთავდა გრიგოლეთის პლაჟის ის ტერიტორია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებად ითვლება. შპს “ლანჩხუთი-სერვისმა” გრიგოლეთში უკვე დადგა ნაგვის ბუნკერები, კურორტს მოემსახურება ნაგვის მანქანა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, მსგავსი აქცია პერიოდულად მოეწყობა, _ ამ ინფორმაციას ლანჩხუთი მუნიციპალიტეტის ვებგვერდი გვაწვდის.