“აბაშაში არჩევნები საკმაოდ მშვიდად და დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. თვითონ აბაშელები ამბობენ, რომ ასეთი არჩევნები არ ახსოვთ, არანაირი დაძაბულობა, არანაირი დარღვევები. აქტივობაც მაღალია.
24 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის მოვიარე 16 უბანი და ამომრჩევლების 40 პროცენტს აქვს დაფიქსირებული თავისი არჩევანი.
მე ვესაუბრები ჩვენს ოპონენტებს და პირველი კითხვა, რასაც მათ ვუსვამ, ისაა, რომ ხომ არ არის რამე ისეთი, რაც მათ პოლიტიკურ პრინციპებს ზღუდავს.
ისინიც კი აღიარებენ, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები სრულიად განსხვავებულია საქართველოში აქამდე ჩატარებული არჩევნებისგან. უბნები ზუსტად 8 საათზე დაიხურება და ინფორმაციას მოგაწვდით,” _ უთხრა სამუშიამ “გურია ნიუსს”.