მათ შორის:
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ სპეც-უბნებზე დაფიქსირდა მარკირების პროცედურის არაერთგვაროვანი განხორციელება;
საარჩევნო უბნებზე აგიტაციის რამოდენიმე ფაქტი;
ამომრჩეველთა სიებში სხვადასხვა ტიპის პრობლემები;
ბეჭედზე ნაკვეთურის გაკეთებასთან დაკავშირებული პროცედურული პრობლემები;
უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტობის კანდიდატის – ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა მიერ დაფიქსირდა ამომრჩევლის პირადობის მოწმობისა და მარკირების შემოწმების ფაქტები.
ამომრჩევვლის მხრიდან რიგ უბნებზე ხმის მიცემა ხდებოდა არასრული დოკუმენტაციით;
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოხდა შესაბამისი რეაგირება. საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ინსტანციების ინფორმირება და აღნიშნულ დარღვევათა უმრავლესობის გამოსწორება მალევე მოხდა.