არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა. თუ არჩევნებში პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება მეორე ტური.
შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში, ცესკო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.
არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური ტარდება პირველი ტურიდან ორი კვირის თავზე.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომ, ორ კანდიდატს მიღებული აქვს თანაბარი ხმათა რაოდენობა, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.
მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურში თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში უკეთესი შედეგი აჩვენა.