იგივე ხდებოდა როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში,” _ ამის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელმა და საარჩევნო ექსპერტმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
“ადრე მობილიზებული იყო უბნებზე პილიცია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ეს განსხვავება წელს ძალიან თვალსაჩინოა.
მინდა გამოვეხმაურო “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მეჯვრისხევის უბანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პოლიციის ჩართვასთან დაკავშირებით, იმ ფორმით რა ფორმითაც ადრე ხდებოდა ეს ჩართვა, წელს ადგილი არ ჰქონია.
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები დევნილთა დასახლებებში,“ _ განაცხადა ბოჟაძემ.