დარეგისტრირებული 1030 მოქმედი ჯარისკაცსა და წვევამდელიდან სამივე სპეცუბანში და გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა სასურველ კანდიდატს 1021-მა მისცა, რაც საერთო ხმების 99 პროცენტს შეადგენს.
შსს-ს სპეცუბნებში ხმის მიცემის პროცესი დარღვევებისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა. საარჩევნო სპეცუბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, წელს ე.წ. დახურული უბნები გაუქმდა. დარჩა მხოლოდ სამი აუცილებელი სპეცუბანი იქ, სადაც ჯარისკაცები და წვევამდელები მსახურობენ. მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში არსებობდა ე.წ. დახურული უბნები, სადაც კონტროლი არ არსებობდა და მონიტორინგის უფლება არავის ჰქონდა.