მისივე თქმით, ეგზიტპოლი თანხმობაში მოდის ყველა იმ კვლევასთან, რომელიც არჩევნებამდე დაიდო.
“ეგზიტპოლი თანხმობაში მოდის ასევე იმ ასეულობით ადამიანის განწყობასთან, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ შევხვდით. სასიხარულოა ეს შედეგი და ის, რომ ქვეყანაში მთავრდება სიშლეგის ხანა და იწყება ნორმალური დემოკრატიული განვითარების ხანა”, _ განაცხადა სუბარმა.
სუბარი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე საათში ცესკო-ს შედეგებითაც დადასტურდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იმარჯვებს.