აღმასრულებელი ხელისუფლება განმახორციელებელი მთავრობა ხდება და პრეზიდენტის როლი სუსტდება.
“მთავრობის კონტროლის ბერკეტი პრეზიდენტს აღარ ექნება და ეს ფუნქცია პარლამენტის ხელში გადადის. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება თავიდან მოხდება,” _ განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, ახალი პრემიერის მიერ პარლამენტისათვის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის წარდგენა 7 დღეში მოხდება. ხოლო ამავე ვადაში საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.