9 ნოემბრის მდგომარეობით ქალაქ ტყიბულის ,,საქნახშირში” მიმდინარეობს თანამშრომლების ჯანმრთელობის მონიტორინგი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, საწარმოში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 144 შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირებულები არიან როგორც მეშახტეები, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ამ ეტაპისთვის ისინი გადანაწილებულები არიან წყალტუბოს და საირმის კოვიდსასტუმროებში. დანარჩენი თანამშრომლები, რომლებსაც არ დაუფიქსირდათ ვირუსი, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. საწარმო ორი კვირის განმავლობაში იქნება გაჩერებული. ,,საქნახშირი” ხელფასს სრულად აუნაზღაურებს თანამშრომლებს.
,ორი კვირის შემდეგ ჩატარდება განმეორებითი ტესტირება, ამ მომენტისთვის ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც მეშახტეებს ეხმარება ინფორმაციის მიღებაში”, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” კომენტარში ,,საქნახშირის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, გვანცა დელიბაშვილმა.