პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ შენობა სახელმწიფო ბალანსზეა და მასში დიდი რესურსია ჩადებული. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო შენობას მოუვლელს და უფუნქციოს ვერ დატოვებს.
“გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის. ფაქტია, რომ შენობას ჩვენ ასე უპატრონოდ ვერ დავტოვებთ. ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა ამ შენობაზე და სახელმწიფო ბალანსზეა, სახელმწიფოსია ასე ვთქვათ და შესაბამისად პარლამენტი აქ იქნება თუ არ იქნება, ეს არ ნიშნავს, იმას რომ ამ შენობას არ მოევლოს და არ მიენიჭოს რამე ფუნქცია.
ამიტომ ამას სჭირდება დაფიქრება. საკმაოდ დიდი რესურსია დახარჯული და ადეკვატურად უნდა იყოს გამოყენებული. თუმცა, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის,“ _ განაცხადა მანანა კობახიძემ.