https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურული კურიოზები 07.07.2011

0:01; 1.01.1970
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

მაკა სახურია, ლანჩხუთის საოლქო_საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი

ჭანჭათელი მანიაკი

2003 წლის აგვისტოში, პირველად ჩავედი ლანჩხუთში ბიძინა გუჯაბიძის საარჩევნო შტაბში სამუშაოდ და დეპუტატობის ღარიბი კანდიდატის მწირი შესაძლებლობებით შევუდექი სააგიტაციო კამპანიას _ დავიწყე ლანჩხუთის ულამაზესი, მაგრამ ჩემთვის უცხო სოფლების “დალაშქვრა”! დავდიოდი დანჯღრეული “ჟიგულით”, რომელსაც ხან ბენზინი გაუთავდებოდა და ხან რამე ნაწილი გაუფუჭდებოდა, ხოლმე. ერთხელაც მძღოლთან ერთად მარტო წავედი აკეთის მიმართულებით. საშინლად გაწვიმდა, გაგურში კი მანქანა გაფუჭდა. თავსხმა წვიმაში, მუხლამდე ტალახში ვდგავარ გურიის მაღალმთიან სოფელში ერთი უბედური მეგრელი… ერთიანად გალუმპულმა ავხედე ცას და გულში უფალს შევღაღადე: _ უფალო, მართალია, მე ნორმალური არ ვარ, მაგრამ შენ ხომ ყველა გიყვარს და გევედრები, შემეწიე,_მეთქი.

საოცრება ის იყო, რომ ზოგჯერ, მარტო გავივლიდი სოფლის ორღობეებში, შევდიოდი ოჯახებში და თანამოაზრეებს, რომ იტყვიან, ლობიოს ფოთლებივით ვიკრავდი…

ამ ხეტიალში ჭანჭათში გავიცანი ერთი ადამიანი, რომელსაც ჰაბიტუსზეც შევატყვე, რომ მთლად დალაგებული არ უნდა ყოფილიყო. მოგეხსენებათ, ქალი კაცის ზრახვებს იოლად კითხულობს და მაშინვე მივხვდი, ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო _ ჩემ დანახვაზე ალმური ედებოდა და დაბნეული ლუღლუღებდა. გულში მეცინებოდა _ ამ ამბავს საარჩევნოდ გამოვიყენებ ისე, რომ არც მას მოვექცევი ბოროტად და დიდ ცოდვადაც არ ჩამეთვლება,_მეთქი. ჭანჭათში საერთოდ არავინ გვყავდა და მე უნდა მეპოვა შტაბის აქტივისტები, დამკვირვებლები, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები და ამომრჩევლების მთელი არმია. პარალელურად, სოფლებში საარჩევნო ტრენინგებს ვატარებდი. აკეთის ზონაში დაუცხრომელი ომი მქონდა სოფლის გამგებელ არკადი ჩხაიძესთან, რომელიც ცდილობდა, არსად გავეჭაჭანებინე. ჭანჭათში ვერ ვნახე შენობა, სადაც ტრენინგის ჩატარებას მოვახერხებდი. საუბნო საარჩევნო კომისიის მოქკავშირელმა თავმჯდომარე ქალბატონმა, რომელიც ხელისუფლების ემსახურებოდა, კომისიის შენობაში ტრენინგის ჩატარების უფლება არ მომცა. გადავწყვიტე, ვინმეს ოჯახში დამენიშნა ტრენინგი. ჩემს “ახალ ნაცნობს”, რომელიც გვერდიდან არ მშორდებოდა, ეს ამბავი ძალიან გაუხარდა, ერთი სახლი შემოგვთავაზა და დავნიშნეთ ტრენინგის დღე. ჭანჭათში წავედით მე და ცხონებული ჟანი კალანდაძე (“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, გურიის გუბერნატორი, რომელიც ჯორჯ ბუშის საქართველოში ჩამოსვლის დღეს ავტოკატასტროფაში დაიღუპა). დიდი პატივით მიგვიღეს. ოჯახის დიასახლისი ხილით, კომპოტებით და სხვა სასუსნავებით გაგვიმასპინძლდა. ჟანისთან გულითადი მეგობრობა მაკავშირებდა და ვუთხარი, ამ კაცს ჩემს მიმართ დიდი სიმპათიები აქვს,_მეთქი. ჩვეული მანერით თვალებმოჭუტულმა ბევრი იხარხარა. “ის” კი ჩემს დანახვაზე მღელვარებას ვერ ფარავდა _ ტრენინგზე ტახტზე წამოსკუპდა და თვალს არ მაცილებდა. მე და ჟანი კმაყოფილები ვბრუნდებოდით, რომ ამ მივარდნილ სოფელში აქტივისტები მაინც ვიპოვეთ! (ნუ მიწყენენ ჭანჭათელები, მაშინ ასე იყო _ ავტობუსი ლანჩხუთამდე კვირაში ორჯერ დადიოდა და მისი გრაფიკი საგულდაგულოდ დავიმახსოვრე, რის გამოც საოლქო კომისიაში “მაშაყირებდნენ”).

ამის შემდეგ “ნაცნობი” არ მასვენებდა სატელეფონო ზარებით. ხშირად რეკავდა, მაგრამ არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, ამიტომაც ასეთ ხერხს მიმართა: დარეკავდა და დაბნეული ხმით ტარიელს კითხულობდა. ვპასუხობდი, გეშლება,_მეთქი, მაგრამ ის მაინც ჯიუტად რეკავდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა. ეს დაახლოებით ათჯერ მაინც რომ განმეორდა, ისტერიკა დამეწყო და დავუწყე ლანძღვა_გინება, მაგრამ მალე მივხვდი, რომ სწორედ ჩემი გააფთრებული და სასოწარკვეთილი კივილის მოსმენა სიამოვნებდა. ეს ამბავი კარგა ხანს გრძელდებოდა. შტაბში ყველამ იცოდა ჩემი გაჭირვების შესახებ და ხარხარებდნენ ამაზე. მერე ჭორებმაც მოაღწია ჩემამდე _ საშიში სექსუალური მანიაკია, ქალებთან სათაკილო ისტორიებშია მხილებულიო და სერიოზულად შევშინდი.

ამ დროს მე და ბიძინა (გუჯაბიძე _ ლანჩხუთის ყოფილი პარლამენტარი. რედ.) ცოლ_ქმარი არ ვიყავით, მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ დიდი სიყვარული გვაკავშირებდა. ერთხელაც თბილისში ყრილობაზე წამოვედით ავტობუსით და “ისიც” გვახლდა. მან სპორტის სასახლესთან ბიძინა გაიხმო და სერიოზულად დაუწყო გამოკითხვა, მაკასთან რა გაკავშირებსო. თან მეტისმეტად ტრაგიკული სახე ჰქონდა. ბიძინას რა უნდა ეპასუხა, დაიწყო გულიანი სიცილი. ამ დროს ჩვენ შტაბში მუშაობდნენ თბილისიდან ჩამოსული ნიკა გვარამია, მურთაზ ზოდელავა და კახი ანჯაფარიძე. მათი “საღადაო” თემა გახდა “ჭანჭათელი მანიაკი”, რომელსაც უკვე წონასწორობიდან გამოვყავდი და სერიოზულად მიფრთხილდებოდნენ, რომ მისი მსხვერპლი არ გავმხდარიყავი. მეგობრები ტელეფონითაც და ისედაც კარგა ხანს მზრუნველად მეკითხებოდნენ, ხომ მშვიდობაა შენსკენ, ჭანჭათელმა მანიაკმა ხომ არაფერი დაგიშავაო?

ლანჩხუთელი პაპარაცი

ისევ 2003 წლის არჩევნები და საბედისწერო “ვარდების რევოლუცია” უნდა გავიხსენო. მრავალი კურიოზი მაკავშირებს ამ პერიოდთან. მართალია, რევოლუციის შედეგებმა ჩვენი იმედები და მოლოდინები გააცრუა, მაგრამ არც იმათ საყვედურებს მივიღებ, ვინც ამბობს, იერემია წინასწარმეტყველი ვიყავი, ზუსტად ვიცოდი, რა მოხდებოდა და შევარდნაძის გათახსირებული რეჟიმის შეცვლა არ მინდოდაო. მე მტკიცედ მწამდა, რომ ის უზნეო რეჟიმი უნდა შეცვლილიყო. ამ გზაზე სააკაშვილი მესიად არასდროს მესახებოდა, მაგრამ იმ მოცემულობაში, საუბედუროდ, იგი უალტერნატივო იყო.

მოკლედ, იმის იმედით, რომ შევარდნაძის რეჟიმს შევცვლიდით და თუ იდეალური ვერა, ოდნავ მაინც უფრო დემოკრატიული, სამართლიანი და გონიერი ხელისუფლება მოვიდოდა, ბრძოლაში მთელი არსებით ჩავერთე. შევარდნაძის მშობლიურ რაიონში ჩვენს მიმართ განსაკუთრებული ზეწოლა იყო სახელისუფლებო ძალების მხრიდან. ფინანსურად ძალიან შეზღუდულნი ვიყავით და ერთადერთი იმედი ჩვენთვის იყო ბლოკ “ნაციონალური მოძრაობა_დემოკრატიული ფრონტის” საარჩევნო გაზეთი, რომელიც იმ დროს წარმოუდგენელ ეფექტს ახდენდა მოსახლეობაზე. გაზეთი საკმარისი რაოდენობით ვერ იბეჭდებოდა და ცენტრალურ საარჩევნო შტაბში მისი მოპოვება დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. კარდაკარ პროგრამის კოორდინატორი იყო დათო კირკიტაძე, რომელიც აკლებული მყავდა იმის გამო, რომ ლანჩხუთისთვის საკმარისი რაოდენობით არ იგზავნებოდა გაზეთები. თბილისში ჩავედი და ჯვარს ვაცვი კირკიტაძე, ჩემ დანახვაზე სიმწრით იღიმოდა _ შენი მეშინიაო. მოკლედ, ძლივს ვიშოვნე რამდენიმე შეკვრა გაზეთი და მზრუნველად ჩამოვიტანე ლანჩხუთში, როგორც ოქროს ზოდები. ოფისად გვერდიგვერდ ორი ბინა გვქონდა ნაქირავები _ ოროთახიანი და ერთოთახიანი. ერთოთახიანი გავარემონტეთ და ვინაიდან სამზარეულო არ გვჭირდებოდა, მას სამუშაო ოთახად ვიყენებდით. ამ ოთახში ერთი საწერი მაგიდა იდგა, არავითარი სამზარეულოს ატრიბუტიკა, მხოლოდ კედელზე მირჩენილი ონკანი უნიჟარო იყო, სამარადისოდ გამშრალი და მივიწყებული. მოგეხსენებათ, ბიძია ედუარდის ხელში წყალმომარაგება ლანჩხუთს წლობით შეწყვეტილი ჰქონდა და ხალხი ეზოებიდან ვედროებით ეზიდებოდა წყალს. ნანატრი გაზეთების შეკვრები ამ სამზარეულოში დავალაგე და იმ გამომშრალი ონკანის არსებობა არც მომგონებია.

მეორე დილით, ოფისში გამოვცხადდი გახარებული, რომ სოფლებში გაზეთების დარიგება უნდა დამეწყო. ისე სასოებით შევდივარ იმ ოთახში, როგორც აკაკის “გამზრდელში” ცხენის მოპარვის შემდეგ შინ მობრუნებული ბათუ შედის ფაცხაში უსაყვარლესი ნაზიბროლას დასახედად, მაგრამ ჰოი, უბედურებავ! ბათუმ რომ დაინახა, იმაზე ნაკლები საშინელება როდი დავინახე _ “ზარმა დამკრა, ელდა მეცა” და მეც გაუპატიურებული ცოლის ხილვისას ჩაკეცილი ბათუსავით ჩავიკეცე, როცა ვიხილე ჩემი ნანინანატრი გაზეთების შეკვრები ერთიანად სველი და წყლით გაჟიჟინებული დამხვდა. 10 წლის განმავლობაში რომ წვეთი წყალი არ გამოჟონილა იმ ონკანიდან, იმ ერთადერთ ღამეს კინტიკარას (რა დამავიწყებს ამ ლამაზ ტოპონიმს?) წყალსაცავი გადარეულა, მოშვებულა ყველა “რეზბა” და ჩემდა მეხად წამოსულა წყალი. იქიდან წყლის წამოსვლა იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ბინის პატრონს ნიჟარაც აღებული ჰქონდა და არც უფიქრია, წყლის წამოსვლის შემთხვევაში, რა მოხდებოდა. როგორც ჩანს, წყალი მხოლოდ წვეთავდა, მაგრამ მთლიანად გაჟღინთა გაზეთები და ჩემი გაუბედურება მაინც მოახერხა.

დავიწყე სველი გაზეთების გაფენა აივანზე. მზიანი დღე იყო, გაზეთები შრებოდა და მართალია, ფორმას კარგავდა, მაგრამ მაინც იკითხებოდა. იმედს არ ვკარგავდი, მაგრამ ამდენი ათასი გაზეთის გაშრობას რას ეყოფოდა ერთი აივანი? ავიღებ გამშრალ გაზეთებს და ვფენ ახალს, შამფურივით ვტრიალებ. ყველაფერი დამავიწყდა და ვდგავარ ამ აივანზე გაშტერებული. თოკზე კიდია გაზეთები, საიდანაც გაღიმებული სააკაშვილი ხან თავდაყირა და ხან გვერდულად შეჰხარის მნახველს. უცებ ქვევიდან რაღაც უცნაური ჩხაკუნი მენიშნა და რას ვხედავ: ამ ჩემი უბედურების სცენას ჟურნალისტები არ იღებენ?!

ვინ წარმოიდგენს, რომ დიად გენერალს კონკურენციას გაუწევს ან პოლიტპატიმრობიდან ახლად თავდაღწეული გუჯაბიძე, ან თუნდაც მდიდარი და გავლენიანი ქართული ფეხბურთის ბოსი _ მერაბ ჟორდანია? თანაც სააკაშვილის სიფათის ხილვაზე, ლაივში თუ ფოტოზე, მრავალ ლანჩხუთელს ელეთ_მელეთი ემართება. რა დამავიწყებს სააკაშვილის გაპრეზიდენტების იდეაზე ჩემი ლანჩხუთელი მეგობრის რეაქციებს _ გიჟივით შემოვარდებოდა ოფისში და კედელზე გაკრულ სააკაშვილის პლაკატებს მუჯლუგუნებს დაუშენდა. ისედაც ენას უკიდებს და ბრაზისგან გაჭარხალებული მთლად გაჭედავდა, მაგრამ მაინც ღრიალებდა: რრრაა უნდა ამმმას აქქ? რრა უნდა ამმმას? მე შეჩვეული ვიყავი და მშვიდად ვპასუხობდი: კაი რა, დაცხრი, დაგვანებე თავი, სხვა საქმე არ გაქვს? მას ჩემი სიმშვიდე უფრო აცოფებდა და ახლა მე მიყვიროდა: “წაადი შენს წალენჯიხაში! წწადი!” მე შევუსწორებდი: “წალენჯიხაში კი არა _ ჩხოროწყუში! გენაცვალე, რა სტუმართმოყვარე ხარ!” ეს სცენა თითქმის ყოველდღე მეორდებოდა.

მოკლედ, შეუცნიათ ჩემი უბედურება. არ გამომიცდია, როგორია პაპარაცული ოინები, რადგან არც ცნობილი ადამიანი ვარ, არც “სტარი” და არც “სელებრითი”, როგორც გიგა ბოკერიას ამერიკანიზმების მოყვარული ნეტარი ცოლი იტყოდა, მაგრამ იმ წამს ფოტოაპარატის ჩხაკუნი მწარე სილაზე უმწარესი იყო ჩემთვის. რაღას ვიზამდი? ნესტან_დარეჯანივით გულჩათუთქულმა გავიფიქრე, “კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია,_მეთქი და “პაპარაცოს” ზემოდან გადავძახე: _ რატომ მიღებთ?

_ ოოო, ჩემო კეთილო, არქივი, არქივიიი! _ მრავალმნიშვნელოვნად ამომძახა ბედნიერმა პაპარაცმა, _ ამ ფოტოს ჩემს გაზეთში რომ იხილავენ, კაი დღე არ დაგადგებათ!

_ ესღა მაკლდა! _ გავიფიქრე და გაბრაზებულმა გადავძახე: _ სადაც გინდათ, იქ წაიღეთ, ყველაფერი ხდება, ამის გამო არ დამხვრეტენ. თქვენმა საყვარელმა მთავრობამ ათწლეულის მანძილზე მხოლოდ ერთი ღამით გამოუშვა წყალი. სიმართლეს ვიტყვი და სასჯელის დარდი არ მაქვს, უბრალოდ უსიამოვნო მომენტია, ეგ ფოტოები კი ჯონი ფირცხალაიშვილს მიუტანეთ! _ დავამატე რისხვით.

დღემდე არ ვიცი, რა ბედი ეწია ჩემი უბედურების ამსახველ ფოტოებს. მაშინ რომ მცოდნოდა, რას მოუტანდა საქართველოს სააკაშვილის გაპრეზიდენტება, არც ამდენს ვინერვიულებდი, იმ გაზეთებს კი მხოლოდ იმისთვის გავაშრობდი, რომ ცეცხლში დამეწვა და ხალხამდე არ მიმეტანა მიშას ტყუილი დაპირებები.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024
ა კიდო

“ნემეტარი გლახათ ვარ, თუ ვინიცობა და წევიღე წერილი…”- გურული ქალის ანდერძი ქმარს

17:03; 6 დეკემბერი, 2023

გურული კურიოზები 14.12.2010

გურული ანეკდოტები 14.12.2010

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026
პოლიტიკა

86%-იანი ფასნამატი და ევროპაზე ორჯერ ძვირი პროდუქტები საქართველოში – კობახიძე ბიზნესს ფასების შემცირებას სთხოვს

14:36; 23.01.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სამი მოქალაქე იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ

14:15; 23.01.2026
პოლიტიკა

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ, პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ“ – ვაშაძის კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ

13:28; 23.01.2026
ფინანსები

ლარი გამყარდა – რა ღირს დოლარი და ევრო

13:08; 23.01.2026
სამართალი

გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ

12:59; 23.01.2026
საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:55; 23.01.2026
სამართალი

თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში „მეთადონის“ შემცველი 30 აბი აღმოაჩინეს

12:42; 23.01.2026
საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო _ საია

12:31; 23.01.2026
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

12:07; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო