თბილი ოთახები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღს ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების საშუალების დანერგვით
_ ასეთი საჩუქარი გაუკეთეს ნიგვზიანის საბავშვო ბაღს ენერგოეფექტურობის ცენტრმა და BP საქართველომ. ბაღში ეფექტური გათბობის მისაღებად გახორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები: შეიცვალა ძველი ხის კარ- ფანჯრები ორმაგი შემინული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით და დამონტაჟდა დამატებით მეტალოპლასტმასის კარი შენობის ჰოლში; ასევე, საბავშვო ბაღის 240 კვადრატული მეტრი სხვენი დათბუნდა, არაეფექტური ღუმელი შეიცვალა ენერგოეფექტური ღუმელით, ვარვარა ნათურები კი, ენერგოდამზოგავი ეკო ნათურებით.
ნიგვზიანში, საბავშვო ბაღს ეწვივნენ ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი, მდგარდი განვითარების ინიციატივის ხელმძღვანელი BP საქართველოში _ გიორგი გონგლიაშვილი, ასევე, ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ნინო ხალვაში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ პროექტის შედეგებს, შედეგი კი გამთბარი ოთახები და საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი საბავშვო ბაღია. ეს პირველი პროექტია, რომელიც გურიაში გახორციელდა. როგორც პროექტის შემსრულებელმა და დამფინანსებელი კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადებს, ეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ენერგოეფექტური კომპანიების პოპულარიზაციას, კომფორტის დონის შენარჩუნებას ან გუმჯობესებას ნაკლები შეშისა და ელექტროენერგიის მოხმარების ფონზე.
ამავე პროექტის ხარჯზე, გლობალურ გარემოში წლიურად 11 ტონამდე ნახშირორჟანგის ემულსიის შემცირება მოხდება.
მედიისთვის პროექტის პრეზენტაცია კლიმატის კვირეულის _ „დავეხმაროთ, რომ შევქმნათ მდგრადი მომავალი“ ფარგლებში შედგა, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საერთო ძალისხმევა. ამ კვირეულებში ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.