ქეთევან სიხარულიძე, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ჩოხატაურის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა, მოადგილედ 1 ნოემბერს დაინიშნა.
სიხარულიძეს დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად; 1988-96 წლებში ჩოხატაურის კომუნისტური პარტიის რაიკომში; გამგეობის ინსტრუქტორად და ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ. 1996-2003 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ჩოხატაურის კოორდინატორი. 2003-2008 წლებში _ ჯერ ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; შემდეგ კი წევრი იყო.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ახალი მოადგილე კულტურის სფეროს და არასამეწარმეო იურიდიულ პირების საქმიანობას გაუწევს კურირებას.