“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობა იქნება ეფექტური და მუშა. ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პრემიერი, აგრძელებს გუნდთან მუშაობას, რომლის წევრიც თავად იყო და ჩვენ მართლაც გამოვცადეთ ერთმანეთი საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი შემართებით, როცა მთავრობა დამტკიცდება, შევასრულებთ იმ გეგმებს, რაც შემდეგი წლების განმავლობაში გვქონდა გაწერილი”, _ აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში პრიორიტეტები კვლავ სამხედრო პირების განათლება, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა იქნება.
“თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებთან ერთად შექმნის ისეთ თავდაცვით შესაძლებლობას, რომელიც იქნება შემაკავებელი ფაქტორი ქართული ჯარის სახით. გარდა ამისა, 2017 წლისთვის ჩვენ სრულად გადავალთ პროფესიულ არმიაზე და დარწმუნებული ვარ, ქართულ არმიას ექნება ახალი პრემიერის სრული მხარდაჭერა”, _ განაცხადა ალასანიამ.