მიხეილ მაჭავარიანის აზრით, სამთავრობო პროგრამა არ ასახავს რელობას და მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვათა ჯგუფია, რომელსაც მთავრობა ვერ შასრულებს.
“სამწუხაროდ ეს სამთავრობო პროგრამა არ ასახავს რეალობას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკა გაჩერდა და სამუშაო ადგილები შემცირდა. მთავრობას არც წარმოუდგენია კონკრეტული ხედვა, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას. სამთავრობო პროგრამა სამწუხაროდ არის კარგად დაწერილი სიტყვათა ჯგუფი, რომელსაც უკან არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. ჩვენ ვცდილობდით გუშინ გაგვერკვია მომავალ პრემიერ-მინისტრთან გარკვეული საკითხები. ჩვენ ვცდილობდით შეგვეთავაზებინა პოზიტიური დღის წესრიგი. ამის ნაცვლად ვიღებდით ბრალდებას, აგრესიას და მე არ მგონია, რომ ასეთი განწყობა მთავრობას გამოადგეს. მთავრობა ჩვენ წარმოგვიდგენია გამაერთიანებლად და არა პირიქით. იყენებდეს იმ ენასა და ტონს, რითაც გუშინ გვესაუბრებოდნენ. ეს პროგნოზები მართლდება და ის პროგრამა ლამაზად დაწერილი პროგრამა ვერ და არ შესრულდება”, _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარაიანმა.