მისი განმარტებით, იაშვილის კლინიკის მენეჯმენტში სახელმწიფო ვერ ჩაერევა მანამ, სანამ აქ სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე არ გაჩნდება პრობლემები, აღნიშნულ კლინიკაში კი მსგავსი ფაქტი სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა. რაც შეეხება კომპანია “ადითს”, რომელიც მფლობელობაში წინა ხელისუფლების პირობებში რამდენიმე რაიონული საავადმყოფო შედიოდა, ამ კომპნიას ყველა უფლებამოსილება ჩამოერთვა და საავადმყოფოები ისევ სახელმწიფო მფლობელობაში დაბრუნდა.
“სახელმწიფო ყოველთვის ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდებას შეექმნება საფრთხე. ასეთი რამე სექტემებრის დასაწყისის მერე არ გვქონია იაშვილის კლინიკაში. შესაბამისად რაიმე საფრთხის საფუძველს ვერ ვხედავ. რაც შეეხება “ადითს” ამ კომპანიამ სამწუხაროდ ვერ შეასრულა მისი ვალდებულებები. მის მართვაში მყოფი კლინიკები გადმოვიდა სახელმწიფოს მფლობელობაში და ხორცილედება სახელმწიფო მართვა, ვეცდებით რომ ყველა დაგროვილი პრობლემა მოვაგვაროთ”, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.