“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელსა და იურისტ თამაზ ტრაპაიძეს კოდექსის სამი უარყოფითი და სამი დადებითი მხარის დასახელება ვთხოვეთ.
“ჯერ დადებითს ვიტყვი: პროექტით იზრდება თვითმმართველობის უფლებამოსილებები, რითაც მეტი უფლებები გადაეცემა მუნიციპალიუტეტებს; იზრდება შემოსავლები, ამასთან ერთად ემატება ახალი ტიპის ტრანსფერი, რომელიც უშუალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება; პროექტის ნოვაცია – დასახლების საზოგადოებრივი საბჭო, გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ახლა უარყოფით მხარეს რაში ვხედავ: თვითმმართველი თემის განსაზღრვრისას უმრავლეს შემთხვევაში სოფლებს შორის შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს ცენტრის განსაზღვრის თემამ; კოდექსის მიხედვით რეგიონული საბჭო წარმოადგენს წარმომადგენლობით ორგანოს და იგი შედგება თვითმმართველობათა წევრებისგან, ხოლო აღმასრულებელი რგოლი – რწმუნებული დანიშნულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ. ამდენად გუბერნატორი ანგარიშვალდებული იქნება არა წარმომადგნლობითი ორგანოს, არამედ ცენტრალური ხელსუფლების მიმართ; თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევისას დიდია შანსი იმისა, რომ გამგებელი არჩეული იქნება იმ სოფლიდან, რომელშიც ყველაზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს,” _ უთხრა თამაზ ტრაპაიძემ “გურია ნიუსს”.