https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ივანიშვილი: “და ახლა, როცა უკვე პოლიტიკიდან წავედი…”

11:11; 21.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ამ წერილით იმ ერთადერთ კითხვას მინდა გავცე პასუხი, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჩემს განცხადებას მოჰყვა. ქართული, ევროპული და ამერიკული საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა კითხვა – ხომ არ ვაპირებ კულუარულად ვმართო ქვეყანა.

ბევრი აბსურდული ბრალდება ისმოდა ჩემ მიმართ მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი. რას არ მაბრალებდნენ – კრემლის აგენტობით დაწყებული, საარჩევნოდ მაცივრების დარიგებით დამთავრებული. აღარაფერს ვამბობ ისეთ სიცრუეზე, თითქოს პოლიტიკაში საკუთარი ქონების გადასარჩენად მოვედი ან დიდი ჰესების ხელში ჩაგდება მინდოდა.

და ახლა, როცა უკვე პოლიტიკიდან წავედი, მინდა ვუპასუხო იმ ბოლო აბსურდს, რომ თითქოს კულუარებიდან მინდა ვმართო ქვეყანა და გავლენა მოვახდინო ხელისუფლებაზე. და როცა გავლენაზე მიანიშნებენ, სამწუხაროდ, მხოლოდ უარყოფით კონტექსტს გულისხმობენ.

მთელი ჩემი ცხოვრებით, მთელი ჩემი ბიოგრაფიით მე დავამტკიცე, რომ უკადრისი არასოდეს არაფერი ჩამიდენია.

ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი რუსეთში მომიწია ყოფნა და საქმიანობა. ეს მართლაც ურთულესი პერიოდი იყო, ბიზნესი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, ძალიან მოკლე დროში უამრავი საკუთრება გაიცა და ხშირად ეს უხეშ ფორმებსაც იღებდა. რთული იყო ასეთ ვითარებაში გამჭვირვალე და კანონიერი ბიზნესის კეთება. და მიუხედავად ამისა, ჩემი ბიზნესი იყო სრულიად სამაგალითო და გამჭვირვალე. ბევრს ეცადნენ, ბევრი ეძებეს ოპონენტებმა, მათ შორის უცხოელებმაც, მაგრამ ვერც ერთი შავი ლაქა ვერ იპოვეს ჩემს ბიზნესში. მე არათუ კანონი არ დამირღვევია არასდროს, კონტრაქტიც კი არ მომიშლია, მეტიც, სიტყვაც არ გამიტეხია.

ჩემი რუსეთში საქმიანობის 20-წლიან პერიოდზე ყველა კითხვას გავეცი პასუხი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემაში, “ვედომოსტში“. ეს იყო ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე მივეცი. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს და თავად დარწმუნდეს, როგორი რეპუტაცია მქონდა რუსეთში და ბიზნესწრეებში.

ჩემი ცხოვრების მთავარი ხელწერა არის აბსოლუტური გამჭვირვალობა. ასე ვიყავი ბიზნესში და ასეთივე ვიყავი პოლიტიკაშიც. როდესაც 2003 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა, მე მათ კონსულტაციას ვუწევდი მათივე თხოვნით, 3 წლის განმავლობაში სააკაშვილს მრავალჯერ შევხვდი, ცხადია, ყოველთვის მისივე სურვილით. ვერც სააკაშვილი და ვერც მისი გუნდის რომელიმე წევრი ვერ გაიხსენებს ერთ შემთხვევასაც კი, როდესაც მე მათ რამე პირადი თხოვნით მივმართე ან პირადი ინტერესების გამო შევხვდი. მე მათ ყოველთვის ისეთ რჩევებს ვაძლევდი, რომლებიც ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს სჭირდებოდა და არა პირადად მე.

ჩემი ინიციატივით იმ ფონდს ვაფინანსებდი, რომელიც ორნახევარ წელზე მეტხანს მთელ მთავრობასა და პარლამენტს ხელფასებს უხდიდა, რათა ქვეყანა კორუფციის ჭაობიდან ამოსულიყო და ევროპული განვითარების გზას დადგომოდა.

რჩევებს ვაძლევდი მერაბიშვილსაც, ვეხმარებოდი პოლიციას პატრულის მანქანების ყიდვაში და არავითარ შემთხვევაში – იარაღის შეძენაში. ვეხმარებოდი ჯარს, ვაშენებდით ყაზარმებს, ვყიდულობდით ტანსაცმელს ჯარისკაცებისთვის. და იქაც მქონდა პრინციპული პოზიცია, რომ ამ დახმარებით არ ეყიდათ იარაღი.

მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა რომელიმე მინისტრის ან პრემიერ-მინისტრის დანიშვნაში. თავს ვარიდებდი და არ ვერეოდი ამ საქმეში. ანუ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საჯარო ფიგურა და მართლაც “კულუარებიდან“ მქონდა ურთიერთობა ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან, ფაქტია, რომ არ მომინდომებია “კულუარებიდან მართვა“.

პოლიტიკაში ორწლიანი მოღვაწეობისას ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომელიც კარგად მიცნობს, უამრავი ადამიანი გავიცანი, უამრავს დავუმეგობრდი, ძალიან ბევრი ხშირად მაკრიტიკებს კიდეც, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ მე ორმაგი სტანდარტით ვცხოვრობ და ვმუშაობ. ერთ ეპიზოდსაც კი ვერ გაიხსენებს ვერავინ, რომ მე რაღაც კულუარულ თამაშებში ვერთვებოდი. პირიქით, ზოგჯერ ჩემივე გუნდის წევრები სწორედ “კულუარებში“ მაკრიტიკებდნენ პოლიტიკოსისთვის ზედმეტი გულახდილობისა და საჯაროობისთვის.

ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრი, ნებისმიერი მინისტრი მაქსიმალურად თავისუფალი იყო, მე მათ არასოდეს თავს არ ვახვევდი არაფერს, მხოლოდ მსჯელობისა და საღი აზრის პატივისმცემელი ვარ. ასეთია ჩემი მუშაობის წესი. მე არასოდეს არ ვმართავ კულისებიდან, მე ამას არ ვაკადრებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ გუნდს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ.

ამიერიდან მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთანავე, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი?

ხელისუფლებაზე საზოგადოების გავლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღის, ანუ დემოკრატიის მანიშნებელია, რადგან ეს გავლენა ხალხის, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და მასთან უკუკავშირს გულისხმობს.

საბოლოოდ, საზოგადოება აქტიური მოქალაქეების, ინდივიდების კრებულია. ბუნებრივია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მოქალაქის გავლენა პოლიტიკაზე, შესაბამისად, მაღალი იქნება. და თუ ეს მოქალაქე ყოფილი პოლიტიკოსია, როგორც ამ შემთხვევაში მე, მაშინ ეს წესი აღარ მუშაობს?! თუ მხოლოდ საქართველოში არ უნდა მუშაობდეს და საფრთხის შემცველად განიხილებოდეს ის, რაც აბსოლუტურად ნორმალურად ითვლება დემოკრატიულ ქვეყნებში?!

ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა, ის, რომ ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ის, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ჩვენს მეზობლებთან და, მათ შორის, რუსეთთანაც ურთიერთობა, ეს არის ჩემი ღირებულებები, და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, ისინი ნამდვილად უნდა შფოთავდნენ, რადგან დიახაც რომ, მე მოვახდენ გავლენას ამ მიმართულებით.

ამ ღირებულებებს რომ ვცემ პატივს და ერთგული ვარ მათი, ეს არაერთხელ განვაცხადე. მეტიც, კოალიციის დეკლარაციასაც მოვაწერე ხელი, რომელიც მთლიანად ამ ღირებულებებს ეფუძნება. ამ ღირებულებებს ვცემდი პატივს ყოველთვის, და თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს, 57 წლის კაცი შევიცვლი ღირებულებებს, ასეთებისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ.

მე სხვა ინტერესი, გარდა ჩემი ქვეყნის წინსვლის და ევროპული განვითარებისა, არასოდეს მქონია. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ბიზნესი არა მაქვს და ამას არც მომავალში ვაპირებ, და როგორ შეიძლება რამე სხვა მოტივი მამოძრავებდეს, გარდა ჩემი ქვეყნის სამსახურისა.

თუ შევძლებ და მართლაც მოვახდენ ევროპული მიმართულებით ქვეყნის წინსვლის საქმეში გავლენას ხელისუფლებაზე, ამას უნდა მიესალმებოდეს ყველა.

არც საჯარო მხარდაჭერას, არც რჩევებს დავამადლი და არც კრიტიკას მოვაკლებ მთავრობას, რომელიც ჩემს ხალხთან ერთად შევქმენი და რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღე.

მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: ის, რომ პოლიტიკიდან წასული ლიდერები გავლენას ახდენენ ქვეყნის ცხოვრებასა და პოლიტიკაზე, ჩვეულებრივი ამბავია და მიღებული ტრადიციაა დემოკრატიულ ქვეყნებში. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამისა, ბევრი პოლიტიკოსი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელთა გავლენა პოლიტიკაზე ათეული წლებია ნარჩუნდება, და ეს არავის აფრთხობს.

ვფიქრობ, ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ ასეთი ტიპის “think tank“-ის (ანალიტიკური ცენტრების) გავლენა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმდენად მაღალია, რომ ამ “brain trust“-ების კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება მთელი რიგი ქვეყნების მთავრობებისგან დიდ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს და, ხშირ შემთხვევაში, მოქმედი ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვების ტოლფასია. ამ “think tank“-ის სათავეებთან კი, როგორც წესი, ყოფილი პოლიტიკოსები დგანან.

და მაინც, ყველაზე დიდი აბსურდი, რასაც მომაწერენ, არის ის, თითქოს მეშინია, თითქოს გავურბივარ პასუხიმგებლობას და ამიტომ მივდივარ პოლიტიკიდან. შეიძლება არსებობდეს თანამდებობის დაკარგვის შიში. მაგრამ როდესაც მე ჩემი ნებით უარს ვაცხადებ თანამდებობაზე, რა შიშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

მე მაშინ არ შემშინებია, როდესაც უმძიმეს ვითარებაში მივიღე პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენს ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმის მრავალწლიანი მმართველობა ემუქრებოდა, როდესაც საზოგადოებაში სრული სასოწარკვეთილებისა და უპერსპექტივობის განცდა მეფობდა, როდესაც მთლიანად განადგურებული იყო ოპოზიციური ძალები, – სწორედ მაშინ დავდე სასწორზე მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, შვილების უსაფრთხოება და სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილება მივიღე.

მე მოვახერხე და გავაერთიანე პოლიტიკური ძალების საუკეთესო ნაწილი, ერთ მუშტად შევკარი საზოგადოება და ვაიძულე სააკაშვილის რეჟიმი მშვიდობიანად, უსისხლოდ გადმოებარებინა ხელისუფლება. და ახლა, როდესაც ხელისუფლებაში ნამდვილი დემოკრატიული ძალები მოვიყვანე, თავად ხელისუფლების ზენიტში მყოფმა, დავტოვე ხელისუფლება. ეს, ალბათ, ძნელი გასაგებია ბევრისთვის, რადგან ვერავინ დაასახელებს პოლიტიკოსისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმის მაგალითს.

შეიძლება სწორედ ეს აბნევთ ვიღაცებს, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ლიდერისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია, ამოცანა და მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, ქვეყნის მართვა და თავისი შეხედულებით სახელმწიფო საქმეების გაძღოლა.

მინდა მივმართო ყველას – ნუ დავრჩებით თითქმის ზოგადსაკაცობრიო სტერეოტიპის ტყვეობაში, უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც. აი, ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი…” _ ნათქვამია ივანიშვილის წერილში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მწარიაშვილს, სავარაუდოდ, შაყულაშვილი შეცვლის

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია გახდა

ყველა სიახლე

სამართალი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22:36; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები თოვლის ბაბუაზე

18:03; 2.01.2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2.01.2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026
ზაფრანი

იცნობდეთ – სანტა კლაუსი

9:56; 2.01.2026
ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები – ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი…

9:53; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო