“დაინიშნოს ირინე იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად,” _ ნათქვამია დღევანდელი რიცხვით დათარიღებულ განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აწერს.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმერლიშვილის ამ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა. თუმცა, თავად იმერლიშვილი და მისი გუნდის წევრები ამ ინფორმაციას არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ.
აღნიშნულ თანამდებობას ამ დრომდე გიგა ბოკერია იკავებდა.
ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები იკვეცება და ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი თვითონ ირინე იმერლიშვილია.