სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას რამდენიმე შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით სულ ამოღებულია 16 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 8 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გელა ბ. დაკავების მომენტში ჰეროინის და მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).