თორთლაძე მიიჩნევს, რომ ქალაქის მერი უპარტიო უნდა იყოს.
“ნარმანია დაიბადა და გაიზარდა ძალიან კარგ ქალაქ ზუგდიდში. ამ ბოლო დროს უცნაურ ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რაიონებიდან წამოსული ადამიანები სხვა ქალაქებში იყრიან კენჭს, ამას სხვა ახსნა არა აქვს თუ არა ის, რომ მათ თავიანთ ქალაქებში არ აქვთ რეპუტაცია და დამსახურება.
ნარმანიასთან პიროვნულად არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, ის საკმაოდ კარგად უძღვება მინისტრის საქმიანობასაც, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ქალაქში ბევრად უფრო ღირსეული ადამიანი მოიძებნება.
კიდევ ერთი, ჩემი პირადი მოსაზრებაა ის, რომ ქალაქის მერი უპარტიო უნდა იყოს, ეს უფრო ნაყოფიერს გახდის მის საქმიანობას და ეჭვებიც აღარ იქნება,” _ განაცხადა თორთლაძემ.