https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გადაიდება თუ არა პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა

14:11; 25.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რა შემთხვევაში გადაიდება პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა, რა შენიშვნები შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი და შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა რეფორმის განხორციელების შემდეგ, ამ და სხვა საკითხებზე “გურია ნიუსი” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ჟორჟოლიანს ესაუბრა.

_ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკმაოდ ბევრი შენიშვნა აქვთ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით. ამ შენიშვნებიდან, რომელი შეიძლება გახდეს პარლამენტში განხილვის საგანი?

გია ჟორჟოლიანი:

_ ბევრი საკითხია, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იქცევს და თვითთმმართველობის კოდექსის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტონომიური თვითმმართველობების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი. ვფიქრობ, ეს პარლამენტში მსჯელობის საგანი ნამდვილად გახდება და მთავრობა ფინანსური უზრუნველყოფის საკუთარ გათვლებს წარმოადგენს. შემდეგი საკითხი არის მეტი გარკვეულობის შეტანა მუნიციპალურ გაერთიანებებთან დაკავშირებით. რა მიმართება შეიძლება ამ გაერთიანებებს ჰქონდეს სახელმწიფოს რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტთან, რომელიც აქამდეც არსებობდა, მაგრამ არამკაფიო ჩარჩოებში იყო განსაზღვრული. ის უფრო პოლიტიკური ფუნქციის მატარებელი იყო, ვიდრე სახელმწიფო აპარატის ხელისუფლების დეკონცენტრაციისა. თუმცა, გუბერნატორისთვის გარკვეული ფუნქციების მინიჭება და თვითმმართველობის კოდექსში მისი შეტანა, ეს უფრო მოვლადი მეჩვენება. გუბერნატორის ინსტიტუტს კონტროლი და კონსულტირება ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ანუ საბჭოებში. მაგრამ ეს ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რა კონკრეტული და მკაფიო უფლებები ექნება გუბერნატორს – კონკრეტულად რისი კონტროლი და რისი კონსულტირება უნდა გაწიოს? აქ საკითხი გარკვეული ფორმით წარმოდგენილია, მაგრამ, ვფიქრობ, მსჯელობის საგანი ეს მაინც გახდება. საჭიროა ამ საკითხის ღრმა და შინაარსობრივი განხილვა.

შემდეგი საკითხი ეს არის ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ საზოგადოებას თვითმმართველობის ორგანოები უფრო დაუახლოვდეს და მათი გავლენა მეტი იყოს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ დაუახლოვდეს ეს ორგანოები ხალხს კიდევ უფრო მეტად და ბევრად მეტი თვითმმართველი ერთეული შეიქმნას.

_ ანუ თითოეულ სოფელს უნდა ჰყავდეს თავისი თვითმმართველობა?

_ ვერ გეტყვით, უნდა ჰყავდეს თუ არა თითოეულ სოფელს თვითმმართველობა, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი დეცენტრალიზებაა საჭირო. საქმე ისაა, რომ დღევანდელ კანონმდებლობაში და მით უმეტეს მასში, რომელსაც მივიღებთ, საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი ის მექანიზმები, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეიქმნას ეს თვითმმართველობები. მაგრამ ეს ამ არჩევნებამდე არ ხდება, მომავალში ამის გაგრძელება თავისუფლად შეიძლება. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს მყისიერი რეფორმაა და ახლა რასაც გავაკეთებთ, ამით უნდა ვიცხოვროთ ათწლეულების განმავლობაში. ეს მოითხოვს შემდგომში განვითარებას როგორც თვითმმართველი ერთეულების გაზრდას, ასევე მეტ ფინანსურ დამოუკიდებლობას და დეცენტრალიზაციას. ეს არის რეფორმა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას მოიტანს ჩვენს ცხოვრებაში, ეს არა თვითმმართველობის, არამედ მმართველობის რეფორმაა, რამდენადაც თუ ცენტრალურ მმართველობას ვართმევთ რაღაც ფუნქციებს და ვაძლევთ ამას ავტონომიურ თვითმმართველობებს, მაშინ ცენტრალური მმართველობის ფუნქციებიც იცვლება.

ეს რეფორმა დემოკრატიისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. იმ 20-22 წლის განმავლობაში, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, ისევე, როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, თვითმმართველობები რეალურად ავტონომიური ინსტიტუტები არ იყო. ეს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვირდებას ხელს უშლიდა. ჩვენ დავიწყეთ დემოკრატია ნაციონალურ დონეზე, ავირჩიეთ ცენტრალური ხელიუსფლება, ადგილობრივ ხელისუფლებას კი უფლებამოსილებები და კომპეტენციები არ მივეცით. სინამდვილეში კი, თუ რაიმე მემკვიდრეობა იყო საბჭოთა კავშირიდან, ყველაზე ძლიერი ეს იყო, ანუ ზეცენტრალიზებული მმართველობის მემკვიდრეობა. ეს უნდა დადგეს დღეს გამოწვევის წინაშე და ამის ტრანსფორმირება უნდა მოხდეს. ვფიქრობ, შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მკაფიო წარმოდგენები გვექნება კიდევ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ეს რეფორმა, რომელიც, ორ-სამ წელიწადში არ დასრულდება.

_ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ შენიშვნები რეგიონების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებულ რეგიონებს ისეთივე პრობლემა შეექმნათ, როგორც რამდენიმე წლის წინ, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილ ორ რეგიონს – ზემო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?

_ ამ რეფორმასთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. ეს პირდაპირ მიმართებაში არ არის ავტონომიურ რეგიონებთან როგორიც არის აჭარა და იყო აფხაზეთი. ავტონომიურ რეგიონებთან ასეთი პრობლემა არ არსებობს. აქ არის პრობლემა, რომელიც დასაწყისში ვახსენე, კარგად უნდა ვიცოდეთ ის მმართველობა რა არის, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელების ფორმით ხორციელდება, ანუ გუბერნატორის ფუნქციები რა იქნება?!. ამიტომ ეს საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა, გუბერნატორის ფუნქცია თვითმმართველობის საკითხი არ არის, მაგრამ რამდენადაც აქ შემოდის თვითმმართველი ინსტიტუტების მიერ ამ ინსტიტუტის კონტოლი, ჩვენ ეს სისტემა უფრო მკაფიოდ უნდა გვქონდეს წარმოდგენილი. შეიძლება ვიფიქროთ კიდევ ერთ სერიოზულ ტრანსფორმირებაზე, არის ასეთი მოსაზრებებიც. მე ყველა შემთხვევაში მომხრე ვარ იმისა, რომ ამ ინსტიტუტის ფუნქციონირების ძალიან ღრმა ანალიზი გაკეთდეს და მექანიკურად არ გავყვეთ. თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი დღეს არ გაკეთდეს, დარჩეს ისე, როგორც არის, მაგრამ მთლიანობაში ძალიან სერიოზულად უნდა იყოს განხილული და გავარკვიოთ რა არის ეს ინსტიტუტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკური კომისრის ფუნქციით არსებობდა. ის იყო ადგილობრივი მმართველობის ერთ-ერთი ლობისტი, მეორე მხრივ, კი ცენტრის პროპაგანდისტული ორგანოს ხელმძღვანელი. უფრო პოლიტიკური ფუნქციის იყო, ვიდრე ადმინისტრაციულის. შესაბამისად, ეს გაანალიზებული უნდა იყოს, რომ პოლიტიკური ფუნქცია მას სრულად გამოეცალოს. ამიტომ, საერთო კონტექსტი და პოლიტიკური ცვლილების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

_ რეფორმის განხორციელების შემდეგ, როგორი იქნება საარჩევნო სისტემა. შესაძლოა ესეც შეიცვალს, თუ უცვლელი დარჩება?

_ ეს არის კიდევ ერთი საკითხი რაზეც აქ ჯერ საუბარი არ ყოფილა, ანუ ამ ცვლილებებს რა სისტემა მიესადაგება. მგონია, რომ ამაზე მსჯელობაც დაიწყება უახლოეს მომავალში. თუ საარჩევნო სისტემა სხვანაირადაა ორგანიზებული, ტერიტორიულად არის ქვეყანა შეცვლილი, სხვა კომპეტენციები აქვს თვითმმართველობას, მაშინ უნდა წარმოგვიდგინონ რა წესით მოეწყობა საარჩევნო სისტემა. თუმცა, შეიძლება ძველი წესი შენარჩუნდეს, მაგრამ მომხრე ვიქნებოდი, რომ არ შენარჩუნებულიყო და ეს სისტემაც შეცვლილიყო.

_ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ცვლილებაა საჭირო?

_ ახლა ამაზე ლაპარაკი ძნელია, შემიძლია 6-7 სისტემა ჩამოგითვალოთ, რომელზეც სხვადასხვა ჯგუფები ფიქრობენ, მაგრამ ჯერჯერობით, ეს საერთო მსჯელობის საგნად არ ქცეულა. ვფიქრობ, დეკემბერში ესეც გახდება მსჯელობის საგანი.

_ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამდე პარლამენტში კოდექსის განხილვა გადაიდოს…

_ ვენეციის კომისიის დასკვნას აკავშირებდნენ მეშვიდე კართან, რომელიც მუნიციპალიტეტთა გაერთიანებას ეხება, რომლის ხელმძღვანელადაც განსაზღვრულია გუბერნატორი. ერთის მხრივ, ეს საკონსულტაციო ორგანოა, მეორე მხრივ, ის ამით ხელმძღვანელობს, რაც გარკვეულ ორაზროვნობას ბადებს, ის ხელმძღვანელია თვითმმართველი ორგანოების თუ არა, ეს უნდა დაზუსტდეს. შესაბამისად, ეს სახელმწიფო მოწყობის საკითხად განიხილება, ასეთი საკითხები კი ვენეციის კომისიის კომპეტენციაში შედის. პროცედურულად ასეა – კანონპროექტი გადაგზავნილი აქვს ევროპის თვითმმართველობათა კონგრესს, რომელიც განიხილავს მას და მოამზადებს თავის დასკვნას. ის თუ ჩათვლის საჭიროდ, მიმართავს ვენეციის კომისიას შესაბამისი დასკვნისთვის, რომ ეს თვითმმართველობის საკითხია თუ მმართველობის საკითხი. თუ ის სახელმწიფო მმართველობის საკითხია, მაშინ ის სთხოვს ვენეციის კომისიას მოამზადოს შესაბამისი დასკვნა. ასევე შესაძლებელია, რომ პარლამენტში განხილვისას დაისვას საკითხი ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნის თაობაზე და შესაძლოა, საკითხის მოსმენა პარლამენტმა გადადოს. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა.

_ შეიძლება, რომ ამ საკითხის მოსმენაც გადაიდოს?

_ ამას ახლა ვერ გეტყვით. ეს არ არის პარლამენტი, სადაც ვისაც მოუნდება მუშტს დაარტყამს და რაიმე საკითხი ასე გადაწყდება. დაველოდოთ განხილვებს და ვნახოთ იქნება თუ არა ამის საჭიროება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა ლატვიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტომ სოფლებში შეხვედრების პირველი ეტაპი დაასრულა

ყველა სიახლე

სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო