პარლამენტარმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ განხილვის თემა გახდეს და განაცხადა:
“სააკაშვილისგან დაიღალა ხალხი და ეს თავადაც თქვა. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ელენე თევდორაძისგანაც დაიღალა ხალხი. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, კომისიის განახლება ჩათვალა საჭიროდ და განახორციელა ცვლილებები”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა დაასახელა. კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა ჩაანაცვლა.






























































