“კანონით გათვალისწინებულია, რომ არჩევნებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე, პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ტიპის არჩევნებთან გვაქვს საქმე. დღეს, როცა ბიძინა ივანიშვილმა წასვლისას თბილისის მერობის კანდიდატურა დაასახელა, საუბარი ამ თემაზე უფრო მეტია, ვიდრე იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე, თუ რას ვირჩევთ და როგორ ვირჩევთ. პარლამენტში ახლა გაიხსნა ეს საკითხი, აქამდე მხოლოდ დახურულ წრეებში მიდიოდა მსჯელობა. იმის თქმა, რომ კანონპროექტის განხილვა მოხდა სხვადასხვა რაიონში, ქალაქებში, საზოგადოების ჩართულობით, უბრალოდ არ არის სწორი. განხილვა არ ნიშნავს ტაშის დაკვრას, აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ექსპერტების და პროფესიონალების აზრი და გამოცდილება”.
ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ “ახალი მემარჯვენეები” შეუერთდნენ იმ 12 პატრიას, რომლებმაც შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით.
“საჭიროა, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს შეთანხმება და განხილვა, რადგან მაისამდე ძალიან ცოტა დრო რჩებათ პარტიებს არჩევნებისთვის მოსამზადებლად. აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტიზის აზრის გათვალისწინება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან აქვს საქმე. როცა დიდ ქალაქს ეძლევა შანსი თავად აირჩიოს მერი, იმ რეგიონის პატარა სოფლები რჩებიან თავის თავზე დამოკიდებული და ესეც დასათვლელია, რამდენად შეძლებენ ეს პატარა სოფლები თავის შენახვას. ჩვენ მხოლოდ ცარიელ სიტყვებს არ ვამბობთ, გვაქვს ჩამოყალიბებული და გაწერილი შეთავაზებები, რომელიც წერილობითი ფორმით უკვე გადავეცით”.






























































